geoyouth
facebook
სულ ხმების რაოდენობა:

















proeqtis Sesaxeb

აშშ საერთაშორისო განვითარებისსააგენტოს მიერ დაფინანსებული "საქართველოში აივ პრევენციის პროექტის" (GHPP) მიზანია მაღალი რისკის ჯგუფებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, რათა თავიდან იქნეს აცილებული  მოსახლეობაში აივ/შიდსის ინფექციის გავრცელება.

პროექტს ახორციელებს RTI International და მისი სუბკონტრაქტორი ორგანიზაციები - Save the Children-US და Program for Appropriate Technologies in Health (PATH). პროექტის განხორციელებაში ჩართულია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. პროექტი მხარს უჭერს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, რათა უზრუნველყოს მაღალი რისკის ჯგუფების სოციალური ქსელის, მათი ოჯახების წევრებისა და თემის მონაწილეობა აივ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაში. პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა, გააფართოოს აივ პრევენციული საქმიანობა ახალგაზრდებთან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის და მათი ტექნიკური სიმძლავრეების განვითარების გზით.

GHPP პროექტი, რომლის ბიუჯეტი 6 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, დაიწყო 2010 წლის 4 თებერვალს და დასრულდება 2014 წლის დეკემბერში.

პროექტის გეოგრაფიული გავრცელება - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი და თელავი.


ალკოჰოლი 
Geoyouth.ge - საქართველოში აივ პრევენციის პროექტი. ყველა უფლება დაცულია © 2017. დიზაინი CStudio