geoyouth
facebook
სულ ხმების რაოდენობა:

















1 dekemberi SidsTan brZolis saerTaSoriso dRea

1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რაც შიდსის პანდემიის მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. სტატისტიკური მონაცემებით, 2007 წლისთვის შიდსმა მსოფლიოში 25 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო დაახლოებით 38,6 მილიონი ვირუსმატარებელია.

სპეციალისტების ინფორმაციით, მიუხედავად ბოლო დროს ანტირეტროვირუსული მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა, მსოფლიოს მრავალ რეგიონში 2005 წელს შიდსის ეპიდემიამ 3,1 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის 570 000 ბავშვი იყო.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო - პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, 2010 წელს კახეთის რეგიონში შიდსით დაავადებული ადამიანების რიცხვმა იმატა. თუ წლის დასაწყისში შიდსით დაავადებული 91 ადამიანი იყო რეგისტრირებული, ამ დროისთვის 114 ადამიანია რეგისტრირებული. აქედან პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.

სულ 2010 წელს საქართველოში შიდსით დაინფიცირების 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო - პრაქტიკულ ცენტრში შიდსის ვირუსის ინფიცირების 2624 შემთხევაა რეგისტრირებული. აქედან შიდსით 1935 მამაკაცი და 689 ქალი დაინფიცირდა. შიდსი განუვითარდა 1405 პაციენტს, ხოლო 562 გარდაიცვალა.

მსოფლიო შიდსის დღის აღნიშვნის იდეა 1988 წელს შიდსის პრევენციის პროგრამით ჯანდაცვის მინისტრების სამიტზე გაჩნდა.

Geoyouth.ge - საქართველოში აივ პრევენციის პროექტი. ყველა უფლება დაცულია © 2017. დიზაინი CStudio