geoyouth
facebook
სულ ხმების რაოდენობა:

















თამბაქოს მოწევა აზიანებს სპერმას - ხუთშაბათი, 08 მაისი 2014

ორმა ახალმა გამოკვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოწევა მოქმედებს სპერმატოზოიდის ხარისხზე. მამაკაცები მოწევით ამცირებენ შანსს, გახდნენ მამები, ხოლო ფეხმძიმე ქალები, რომლებიც მომავალი ბიჭის დედები უნდა გახდნენ, საფრთხეს უქმნიან საკუთარ შვილის გენეტიკას.

საქართველოში ძალიან დიდი პროცენტია მწეველი მამაკაცების და ქალების, ასე თუ გაგრძელდა მალე შობადობაც საგრძნობლად შემცირდება. ასე, რომ ვიზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ჯანმრთელი ერის გამრავლებაზე

კომენტარები (0)
წყალი - ჯანმრთელობის ელექსირია! - ხუთშაბათი, 08 მაისი 2014
 წყალი სიცოცხლეა და ეს ყველამ ვიცით, მაგრამ როგორ დავლიოთ წყალი? როგორი წყალი დავლიოთ? როდის და რა რაოდენობით..? შევეცდებით პასუხი გავცეთ ყველა ამ კითხვას.
იმისათვის რომ მთელი დღის განმავლობაში იყოთ მხნედ და კარგად გამოიყურებოდეთ დაიწყეთ თქვენი დღე წყლით - ეს ხომ ძალიან მარტივია და ეფექტური. წყალი არეგულირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას და აღადგენს სითხის ბალანსს ორგანიზმში. წყალი და განსაკუთრებით მინერალური წყალი კარგად წმენდს ორგანიზმს, ხოლო მისი დაბალანსებული მინერალური შემადგენლობა ხელს უწყობს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას. იგი ასევე გამოირჩევა უნიკალური დიეტური თვისებებით: ჭარბი წონის მქონე ადამიანებმა ჩვეულებრივზე მეტი რაოდენობის სითხე უნდა მიიღონ, ვინაიდან მათ ორგანიზმში წყლის შემცვლელობა საგრძნობლად შემცირებულია. ასევე ძალიან სასარგებლოა ნაკლებად გაზირებული მინერალური წყლის მიღება. შეგიძლიათ წყალს ცოტაოდენი ლიმონის წვენი დაუმატოთ და გაამდიდროთ იგი ჩ ვიტამინით. ეს „კოქტეილი“ თქვენი იმუნური სისტემის გაძლიერებაში დაგეხმარებათ და აქტუალური იქნება ზამთრის განმავლობაში.
როგორი წყალი დავლიოთ? ცნობილია, რომ ყველაზე სასარგებლო ბუნებრივი წყაროს წყალია, გაჯერებული ვულკანური წარმოშობის მინერალებით. ადუღებული წყალი-მკვდარი წყალია, რომელსაც არავითარი ენერგეტიკული ღირებულება არ გააჩნია. დალიეთ მხოლოდ ცოცხალი წყალი-მასთან ერთად ჩვენი ორგანიზმი ივსება ენერგიით და იღებს სასიცოცხლო ძალას, რომელიც ყველას ასე გვჭირდება! მიიღეთ ყოველდღიურად 1.5 ლიტრი წყალი და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ!
 გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას.

თინათინ ჯაფარიძე

კომენტარები (1927)
მოზარდების ასაკობრივი პრობლემები და მათი გამოვლინებები - ოთხშაბათი, 07 მაისი 2014

გარდატეხის ასაკის ძირითად სირთულეს მიიჩნევენ კონფლიქტს მშობლებთან და უფროსებთან. ფიზიკურად გაზრდილი და სქესობრივად მომწიფებული მოზარდები თავს უკვე დიდებად თვლიან და  ცდილობენ, გახდნენ დამოუკიდებლები, რასაც მშობლების მხრიდან  წინააღმდეგობა ხვდება. ხშირ შემთხვევაში იწყება კონფლიქტები. ოჯახში იცვლება ურთიერთობები , მაგრამ ამისი მიზეზი არ არის მხოლოდ შვილების პრობლემები. ხშირად შვილების გარდატეხის ასაკს ემთხვევა მშობლების ე.წ. საშუალო ასაკის კრიზისი, როცა ადამიანი იწყებს განვლილი ცხოვრების გადახედვას. ოჯახის ცხოვრების ამ ეტაპს მეცნიერები აფასებენ, როგორც მშობლებსა და შვილებს შორის ახალ ურთიერთობებზე გადასვლის პერიოდს. არის ოჯახები, სადაც ეს გადასვლა უკონფლიქტოდ ხდება, რადგან მშობლები არ უპირისპირდებიან მოზარდის დამოუკიდებლობის მოთხოვნილებას, აძლევენ მოზარდს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებას, მხარს უჭერენ, ეხმარებიან და ანუგეშებენ რთულ სიტუაციებში. ასეთ პირობებში გაზრდილი ადამიანი უფრო თავდაჯერებულია და უკეთ არის მომზადებული დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

კომენტარები (1727)
ბროკოლი - კიბოს საწინააღმდეგო თერაპიის ალტერნატივა - ოთხშაბათი, 18 დეკემბერი 2013

ბროკოლი წარმოდგენს მნიშვნელოვან წყაროს კიბოს საწინააღმდეგო ალტერნატიული თერაპიისათვის. ის მიეკუთვნება ჯვაროსანთა ოჯახს, რომლებშიც აღმოჩენილია მნიშვნელოვანი შენაერთი, რომელსაც შეუძლია თავიდან აგვაცილოს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარება ბავშვებში (The New Zealand Herald). ამ ნივთიერებას ეწოდება სულფორაფანი და ის მოქმედებს მკვრივი კონსისტენციის სიმსივნეების წინააღმდეგ.

უფრო ადრე მეცნიერები საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ მოცემული ჯგუფის მცენარეები ამცირებენ გარკვეული ტიპის ონკლოგიური დაავადებების განვითარების რისკს. ამჯერად ბილორის სამედიცინო კოლეჯის თანამშრომლებმა დაადგინეს, სულფორაფანი კურნავს მწვავე ლიმფობლასტურ ლეიკოზს. აღნიშნული ტიპის სიმსივნე გავრცელებული იყო ბავშვებში, ამბობს იმუნოლოგიისა და პათოლოგიის პროფესორი დენიელ ლაკორაზა. ეს კიბო მკურნალობაზე რეაგირებს შემთხვევათა 80%-ში. რჩება 20%, რომლის სამკურნალოდაც შეიძლება გამოყენებული იქნას ალტერნატიული თერაპია, მაგალითად სულფორაფანი.

მეცნიერებმა მოახდინეს აღნიშნული შენაერთის იზოლირება ბოსტნეულიდან და მისი საშუალებით დაამუშავეს სიმსივნური უჯრედები, რომლებიც მიღებული იყო პაციენტებისაგან. ჩაატარეს საკონტროლო ექსპერიმენტი ჯანმრთელ უჯრედებზეც. შენაერთმა შეძლო გაენადგურებინა სიმსივნური უჯრედები, ხოლო ჯანმრთელ უჯრედებს კი არაფერი ავნო. ამ შენაერთის კიბოსაწინააღმდეგო მოქმედება ასევე იქნა დამტკიცებული მღრღნელებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგადაც.
 წყარო


 

კომენტარები (0)
ნარკომანია პირველი გასინჯვით შეიძლება დაიწყოს!! - კვირა, 17 ნოემბერი 2013
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არსებობს ალბატობა, რომ ნარკომანია პირველივე გასიბჯვის შემდეგ ჩამოყალიბდეს!!
დაფიქრდი, ვიდრე ცნობისმოყვარეობის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო გასინჯავ ნარკოტიკს!!!

გინდა ასეთი იყო???
 

ან ასეთი????
 
კომენტარები (0)
ნარკომანის ფსიქოლოგიური პორტრეტი - კვირა, 10 ნოემბერი 2013

ნარკოტიკებისადმი ფსიქიკური ლტოლვა გამოიხატება ნარკოტიკზე გამუდმებული ფიქრით, ნარკოტიკის უქონლობის დროს დაუკმაყოფილებლობის გრძნობით და ნარკოტიკის მიღების მოლოდინის გამო განწყობის გაუმჯობესებით, წინასწარი ტკბობით.

 ფსიქიკური  ლტოლვა ცვლის ემოციურ ფონს, მაგრამ მას არ შეუძლია მთელი ცნობიერების დაკავება, ქცევის კარნახი. დაავადების იმ სტადიაში, როცა ფსიქიკური ლტოლვა ყალიბდება, ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებთან ბრძოლა გრძელდება. კონფლიქტი შეიძლება გაამძაფროს ამა თუ იმ სიტუაციამ, არასასიამოვნო განცდამ (ნარკოტიკის მიღებასთან დაკავშირებით), ამა თუ იმ ადგილის მონახულებამ, ადამიანებთან ურთიერთობამ, საუბარმა.

ფსიქიკური ლტოლვა, როგორც დაავადების ერთ-ერთი ადრეული სიმპტომი, ძნელად ვლინდება, რადგან უმეტესად თავად ავადმყოფი იტყუებს თავს, ანუ ეს დაავადების ყველაზე ხანგრძლივი და ძნელად დასაძლევი სიმპტომია. ნარკომანიით დაავადებულს პრეპარატის მიღების დროებითი შეწყვეტა ჰგვრის უმძიმეს შეგრძნებებს, რომლებიც ცნობილია აბსტინენციის სახელწოდებით: უგუნებობა, გაღიზიანებადობა, შიშები, გულგრილობა, თავბრუხვევა, გულისცემის გაძლიერება, მშფოთვარე ძილი. ამ დროს ავადმყოფები იყენებენ ნებისმიერ ხერხს, ზოგჯერ დანაშაულებრივსაც კი, ნარკოტიკის მოსაპოვებლად.

დროთა განმავლობაში ნარკომანს ნარკოტიკული ნივთიერების ადრინდელი დოზა აღარ აკმაყოფილებს და მას თანდათანობით ზრდის. ამან შესაძლოა ქრონიკული ინტოქსიკაცია გამოიწვიოს, რასაც სომატური და ფსიქიკური დარღვევების წყება მოსდევს: ნებისყოფა სუსტდება, შრომის უნარი ეცემა, ავადმყოფი ხდება მატყუარა, ემოციურად არამდგრადი, მეხსიერება და, საზოგადოდ, გონებრივი შესაძლებლობები მკვეთრად უუარესდება. იცვლება ნარკომანის ქცევა, ურთიერთობა ახლობლებთან, გარშემო მყოფებთან. ნარკოტიკებისთვის საჭირო თანხის მისაღებად არ ერიდებიან არც ხვეწნა-მუდარას, არც მუქარას. ხდებიან საოცრად აგრესიულნი.

ნარკომანიის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ადამიანის ნერვული ტიპი. დადგენილია, რომ ნარკომანი უმეტესად ფსიქოპათიური ტიპის პიროვნება ხდება. ნარკოტიკების ხანგრძლივი, არაკონტროლირებადი მიღება ხშირად იქცევა პათოლოგიური მიდრეკილებებისა და ლტოლვის, ასევე - ადამიანის ფსიქიკის სერიოზული ცვლილებების მიზეზად. ეს ცვლილებები გამოიხატება ინტელექტის დაქვეითებით, მეხსიერების შესუსტებით, ფასეულობათა შეცვლით, ერთი სიტყვით, ხდება პიროვნების დეგრადაცია.

 ნარკომანები, როგორც წესი, ფსიქოპათები არიან, ფსიქოპათია კი პიროვნების ანომალიაა. განწყობებისა და ჩვევების, ინდივიდის ხასიათის ნიშნების მთლიანობა ქმნის პიროვნებას, ფსიქოპათიურ პირებს კი ეს ნიშნები დისჰარმონიულ ურთიერთობაში აქვთ. ადამიანი ამჩნევს, რომ არაადეკვატურად იქცევა, რაც სირთულეებს უქმნის ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობისას, ნაცნობები, მეგობრები, უახლოესი ადამიანები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ურჩევენ ნარკომანს, მიმართოს ექიმს და იმკურნალოს. შესაძლოა, ის თვითონვე გრძნობდეს თავს ცუდად, რადგან საკუთარ პრობლემებს თავს ვეღარ ართმევს. როცა ნარკომანი ფსიქოპათიურია, საკუთარ თავსა და გარემოსთან მუდამ კონფლიქტი აქვს. ნარკომანის პიროვნების ქცევის ჩვეულ ფორმას წარმოადგენს განრისხება, სიტყვიერი თუ ფიზიკური აგრესიის გამოხატვა, რაც სხვადასხვა გამღიზიანებლით არის გამოწვეული. ზოგჯერ აფეთქების შემდეგ ადამიანი ნანობს კიდეც თავის საქციელს, მაგრამ გავა დრო და თავისი ავადმყოფური მიდრეკილების გამო კვლავ კარგავს კონტროლს საკუთარ ემოციებზე. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს სავსებით იმპულსურ და გაუცნობიერებელ მოქმედებას - ხშირად ნარკომანი ცხადად აცნობიერებს პასუხისმგებლობას თავისი საქციელის გამო. ნარკომანი, რომელიც მხოლოდ თავისი ავადმყოფური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზეა კონცენტრირებული, ხშირად დამნაშავეთა წრესაც უერთდება. იგი დარწმუნებულია, რომ სწორედ ასე უნდა მოიქცეს და ყოველგვარ შეზღუდვასა თუ წინააღმდეგობას ახლობლებისა თუ საზოგადოების მხრიდან უსამართლობად აღიქვამს. მთელ თავის ენერგიას იგი საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის სწრაფვას ახმარს. ასეთი ტიპის ადამიანები ხშირად ანტისოციალურ პიროვნებებად ყალიბდებიან. ნარკომანს ხშირად ენგრევა ოჯახი, მისი ფასეულობები შეცვლილია და კარგავს ინტერესს ყველაფრის მიმართ. ცოლის, შვილების პრობლემები მისთვის უცხოა, პირველ ადგილზე მისთვის საკუთარი პათოლოგიური სურვილები დგას. უამრავი მაგალითია იმისა, რომ ნარკომანს ნარკოტიკული ნივთიერების ერთი დოზისთვის დაუთმია ქონება, სახლი, გამოუჩენია სრული გულგრილობა ცოლისა და შვილების მიმართ, გაუწირავს ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდა...

წყარო
კომენტარები (0)
ნარკომანია ავადმყოფობა თუ დანაშაული? - შაბათი, 12 ოქტომბერი 2013

ნარკომანია მთელ მსოფლიოში გავრცელებულია. ნარკომანი თითქმის ყველა ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს თანამედროვე სოციალური პრობლემაა. ნარკომანიასთან დაკავშირებით არსებობს ორი ცალსახა მოსაზრება, ნარკომანია როგორც ავადმყოფობა და როგორც დანაშაული. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ ნარკომანია დანაშაულია, მოითხოვენ ნარკომანების დაპატიმრებას და მათ იზოლაციას საზოგადოებისაგან. მათთვის ნარკომანები არიან განსხავავებული, დამნაშავე ადამიანები და სხვა კუთხით ვერ აფასებენ მათ. ეს, რა თქმა უნდა ცრუ შეხედულება და მითია, თუ ადამიანი ნარკოტიკებს მოიხმარს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გააჩნია პიროვნული თვისებები და საზოგადოებისათვის საშიშია.  ნარკომანებს გააჩნიათ პრობლემები, რომელთა მოგვარება და გადაწყვეტა უმნიშვნელოვანესია, არა მარტო მათთვის და მათი ახლობლებისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის, აუცილებელია დამოკიდებულების შეცვლა და საკითხის სწორად დანახვა. მათი ციხეში ჩასმა პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზას არ წარმოადგენს, მისი აღმოფხვრა შესაძლებელია სხვა ხერხებითაც.

საზოგადოების მეორე ნაწილი თვლის, რომ ნარკომანია დაავადებაა და ნარკომანებს ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება. ეს რა თქმა უნდა ასეა, ნარკომანს გაუჭირდება ნარკოტიკების გავლენისაგან თავის დაღწევა პროფესიონალების დახმარებისა და ჩარევის გარეშე, თუმცა თუ საზოგადოება გვერდში არ დაუდგება და მხარდაჭერას არ გამოიჩენს,  მხოლოდ სამედიცინო დახმარება საკმარისი არ იქნება. ერთია, როდესაც ნარკომანი გაივლის რეაბილიტაციას სამედიცინო დაწესებულებაში და მეორეა მისი რესოციალიზაცია. ხშირად და თითქმის ყოველთვის უნდოდ არიან განწყობილნი „ყოფილი ნარკომანების“ მიმართ. საზოგადოებას ნდობა აქვს დაკარგული და ამ ნდობის მოპოვება საკმაოდ უჭირთ მათ. ზოგს საერთოდაც ჰგონია, რომ ნარკოტიკებისაგან საბოლოოდ განკურნება შეუძლებელია და ადამიანი ადრე თუ გვიან აუცილებლად დაუბრუნდება მას. თუ საკითხს ამგვარად შევხედავთ და არ ვიფიქრებთ, რომ შესაძლებელია მდგომარეობის გამოსწორება, მაშინ არაფერი შეიცვლება. უპირველესყოვლისა, საზოგადოებამ უნდა გამოხატოს გვერდშიდგომა, დაუსახოს ნარკომანებს იმედი, რომ მათი ძალისხმევის შემთხვევაში მოგვარდება ყველა პრობლემა და უკან დაბრუნება არ გაუჭირდებათ მათ, მიუხედავად ყოფილი შეცდომებისა და მდგომარეობისა.

საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც არასოდეს ჰქონია შეხება ნარკომანებთან ან რაიმე გავლენა არ მოუხდენია მათ ცხოვრებაზე ნარკოტიკებსა და ნარკომანებს, გულგრილნი არიან ამ საკითხის მიმართ, თუ შევეკითხებით ასეთ ადამიანებს რას ფიქრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით, ისინი გვეტყვიან, „ჩემ გარშემო არავინაა ნარკომანი და ღმერთმა დაიფაროს ყველა, არ მაქვს შეხება ნარკომანებთან და ეს საკითხი მე არ  მეხება“. თითქოს ყველა გაურბის ამ საკითხზე საუბარს, არავის სურს თავის თავზე პასუხისმგებლობის აღება, იმაზე არავინ ფიქრობს, თუ როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ამ პრობლემას, რომ არ მივიჩნიოთ ნარკოდამოკიდებული ადამიანები დამნაშავეებად ან ავადმყოფებად.

წყარო 
კომენტარები (0)
ჯანსაღი თუ არაჯანსაღი კვება – არჩევანი შენზეა!!! - ორშაბათი, 07 ოქტომბერი 2013
აირჩიე სწორი საკვები!!!






არჩევანი შენზეა!!!!

კომენტარები (0)
დეპრესია თუ დაღლილობა? - კვირა, 29 სექტემბერი 2013

დღესდღეობით თითქმის ნებისმიერი ნერვულ დაძაბულობასა და სტრესს, რომელიც ადამიანის მდგომარეობაზე მოქმედებს, დეპრესიას უწოდებენ. ეს არასწორია.

 ნამდვილი დეპრესიიდან დამოუკიდებლად გამოსვლა  თითქმის შეუძლებელია.

 პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ხშირად ადამიანი ცხოვრობს და არიც კი წარმოუდგენია, რომ მას დეპრესია აქვს, ხოლო თავის მდგომარეობას დაღლილობით, ცუდი განწყობით, სამუშაოზე და სახლში არსებული პრობლემებით ხსნის. როგორ განვასხვაოთ ეს ორი მდგომარეობა? როგორ განვსაზღვროთ

 საჭიროა თუ არა ფსიქოლოგის ან პსიქოთერაპევტის დახმარება , თუ  შესაძლებელია საკუთარი ძალებით გაუმკლავდეს ამ მდგომარეობას ?

 დეპრესია შეიძლება იყოს როგორც ცალკე ეპიზოდი , ასევე ატარებდე ქრონიკულ ხასიათს.  

 გაეცანით ნამდვილი დეპრესიის ნიშნებს:

  • თქვენი მდგომარეობა არ უმჯობესდება ერთი თვის ან მეტის განმავლობაში
  • თქვენ გრძნობთ უიმედობას: არანაირი აზრები და იდეები არ გააუმჯობესებს თქვენს განწყობას
  • ადამიანის თვითშეფასება დაბალია, ის ყველაფერში საუთარ  თავს ადანაშაულებს, მიიჩნევს, რომ მას შეუძლია შეიცვალოს და  შეცვალოს თავისი ცხოვრება ;
  • მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიაქციონ ადამიანის  ემოციურ მდგომარეობას: დეპრესიის დროს ის აპატიურია.  
  • არსებობს მადას  და სტაბილური ძილის პრობლემები;
  • ექსტრემალურ მდგომარეობაში შესაძლოა  გაჩნდეს თვითმკვლელობის სურვილის.

 არ უნდა დავივიწყოთ, რომ დეპრესია -ფსიქიკური დაავადება , რომელიც მოითხოვს მკურნალობას და მოვლის სპეციალისტების დახმარებას.

მოგვწერეთ თქვენი მოსაზრებები!!
info@geoyouth.ge

კომენტარები (0)
შესაძლებელია თუ არა C ვირუსის სქესობრივი გზით გადაცემა? - შაბათი, 21 სექტემბერი 2013

შესაძლებელია, მაგრამ რეალურად ასეთი რამ გაცილებით იშვიათად ხდება, ვიდრე B ჰეპატიტის ან  ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) შემთხვევაში. ვირუსმატარე-ბელთან დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს ინფიცირების ალბათობა 3-5%-ს შეადგენს. C ჰეპატიტით დაავადებულთან ან ვისურმატარებელთან სქესობრივი კავშირის დროს რეკომენდებულია პრეზერვატივის გამოყენება. სქესობრივი გზით C ვირუსით ინფიცირების რისკი მაღალი აქვთ მათ, ვინც ხშირად იცვლის სქესობრივ პარტნიორს. ამ კატეგორიის ადამიანებს ასევე დიდი აქვთ შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებების განვითარების ალბათობა. პრაქტიკულად დაზღვეულნი არიან ადამიანები, რომელთაც ჰყავთ მუდმივი პარტნიორები და მრავალი წლის განმავლობაში სტაბილურ სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან. ასე რომ, როდესაც ცოლ-ქმარი ერთმანეთის ერთგულია, ინფიცირების რისკი მინიმალურია. დასნებოვნების ალბათობას ზრდის მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრება - შემთხვევითი კავშირებისკენ სწრაფვა და მრავალი პარტნიორის ყოლა, მით უმეტეს, ადამიანს გარეგნულად არც ავადმყოფობა ეტყობა და არც ვირუსმა-ტარებლობა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად უწყობს ხელს ინფექციის გადა-ცემას ორალური სქესობრივი კონტაქტი. თუ სისხლში ვირუსი აღმოგაჩნდათ და ეჭვობთ, რომ სქესობრივი პარტნიორისგან დაინფიცირდით, დაფიქრდით და ყველაფერი აწონ-დაწონეთ. ხომ არ სარგებლობს ვინმე თქვენი კბილის ჯაგრი-სით, მაკრატლით, სამართებლით? გაგიკეთებიათ თუ არა ტატუირება? თუ ნარკოტიკს იღებთ, გამოგიყენებიათ თუ არა საერთო შპრიცი? ხომ არ გადაგიტანიათ ახლო წარსულში ოპერაცია, ხომ არ გადაუსხამთ სისხლი?

მოგვწერეთ თქვენი მოსაზრებები!!
info@geoyouth.ge

 

კომენტარები (0)
ხარ თუ არა ინტერნეტზე დამოკიდებული? - ხუთშაბათი, 29 აგვისტო 2013

ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ინტერნეტზე დამოკიდებული ადამიანები, თუ არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან,  განიცდიან “აბსტინენტურ სინდრომს “ ("დანებების სინდრომს"), რომელიც წარმოადგენს ფიზიკური და/ან ფსიქიკური დარღვევების სინდრომს და უვითარდებათ ნარკომანიით დაავადებულებს, მას შემდეგ, რაც ისინი წყვეტენ ნარკოტიკის მიღებას ან ამცირებენ მის დოზას. 

კვლევაში 60 მოხალისე მონაწილეობდა , რომელთა საშუალო ასაკი 25 წელს შეადგენდა.

 სუონსის და მილანის უნივერსიტეტების  (Swansea and Milan Universities) მეცნიერებმა თავდაპირველად განსაზღვრეს კვლევებში მონაწილეთა ინტერნეტზე დამოკიდებულების დონე.

შემდეგ შესთავაზეს მათ 15 წუთის განმავლობაში ინტერნეტით სარგებლობა და ნებისმიერ საიტებზე შესვლა. იმ მოხალისეებს, რომლებმაც წინა ეტაპზე გამოავლინეს ინტერნეტზე ძლიერი დამოკიდებულება, ინტერნეტიდან გამოსვლის შემდეგ, აღენიშნებოდათ ნეგატიური განწყობა და ისინის განიცდიდნენ "დანებების სინდრომს", რომელიც ადამიანებსექსტაზის“  შემდეგ ახასიათებთ.

ხართ თუ არა ინტერნეტზე დამოკიდებულნი??

რას ფიქრობთ ყიველივე ამის შესახებ?

 მოგვწერეთ   info@geoyouth.ge

წყარო
 

კომენტარები (1)
რატომ მოიხმარენ ახალგაზრდები ნარკოტიკს? - ორშაბათი, 05 აგვისტო 2013

ნარკომანია რჩება 21 საუკუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის  მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების ჯანმრთელობას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად დაახლოებით 210 მილიონი ადამიანი მოიხმარს ნარკოტიკებს. მათგან 200 000 იღუპება მისგან გამოწვეული სხვადასხვა დაავადებებით ან ნარკოტიკების ზედოზირების  გამო.

საქართველოში ინექციური (ნარკოტიკის მოხმარება ნემსით) ნარკომანების  რაოდენობა 2012 წლის კვლევების წინასწარი მონაცემებით შეადგენს 45 000-ს.

არსებობს ნარკოტიკების მიღების სხვადასხვა მიზეზი:

  • სიამოვნების მიღებანარკოტიკული საშუალებების მიღება   იწვევს ძლიერი  სიამოვნების შეგრძნებას, მხიარულ განწყობას, ენერგიისა და თავდაჯერებულობის მომატებას. ზოგიერთი სახის ნარკოტიკული საშუალება კი სიამოვნების შეგრძნებასთან ერთად იწვევს მოდუნებისა და რელაქსაციის შეგრძნებას. 
  • რეალობიდან გაქცევაზოგიერთი ადამიანი, რომელისაც აწუხებს  სოციალური პრობლემები, მოუსვენრობა, მღელვარება, აქვს სტრესით გამოწვეული აშლილობები და/ან დეპრესია იწყებს ნარკოტიკების მოხმარებას თავისი მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით.  სტრესი  ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, რის გამოც ადამიანი იწყებს ნარკოტიკის მოხმარებას „რეალობიდან გაქცევის“ მიზნით.
  • ცნობისმოყვარეობა დაიმიტომ, რომ სხვები აკეთებენ იგივეს“. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებონი არიან მოზარდები, ვინაიდან თანატოლების ზეგავლენის ქვეშ ადვილად ექცევიან  . ნარკოტიკების მოხმარებით ისინი ხდებიან უფრო გამბედავები, რაც „ეხმარება“ მათ თავის დამკვიდრებაში. 

 წყარო

კომენტარები (668)
პასიური მწეველობა - ოთხშაბათი, 24 ივლისი 2013

მსოფლიოში, თამბაქოს მოხმარება  სიკვდილის ერთ–ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს.  კვლევებით დადგინდა, რომ პასიური მწეველობის შედეგად ვითარდება იგივე დაავადებები, რაც აქტიური მოწევის შედეგად. მეორადი კვამლი იწვევს გულსისხლძარღვთა და ქრონიკულ რესპირატორულ დაავადებებს, კიბოს... რაც შეეხება ბავშვებს, პასიური მწეველობა  სასუნთქი სისტემის ინფექციების, ასთმური შეტევებისა და ახალშობილებში უეცარი სიკვდილის სინდრომის განვითარების საფრთხეს ზრდის... აღმოჩნდა, რომ მწეველი მშობლების შვილებში მომატებულია კიბოს განითარების რისკი.

უშუალოდ პასიური მწეველობით გამოწვეული დაავადებებისა გარდა, ბავშვებს, რომლებიც მეორადი კვამლის ზეგავლენის ქვეშ არიან, უფრო მეტი შანსი აქვთ გახდნენ მწეველები,  WHO-ს მიხედვით ყოველდღე 18 წლამდე ასაკის 82 000-დან 99 000-მდე ახალგაზრდა ხდება რეგულარული მწეველი. ვარაუდობენ, რომ ამ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში თამბაქოსთან დაკავშირებული იქნება 250 მილიონი ბავშვისა და მოზარდის სიკვდილი.

როგორც ვხედავთ, ხშირად მწეველები სწორედ იმ ადამიანთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს აყენებენ გამოუსწორებელ ზიანს, რომელთაც ყველაზე მეტად უფრთხილდებიან. იქნებ, ღირს დავფიქრდეთ ამაზე, ვუთხრათარასიგარეტს. ამითი ჩვენ დავიცავთ ჩვენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებსა და საკუთარ მომავალს.

წყარო
კომენტარები (0)
ნარკომანია – ხანმოკლე სიამოვნება თუ გზა ჯოჯოხეთისკენ? - ორშაბათი, 08 ივლისი 2013

ნარკოტიკების გამოყენების ეფექტი ე.წ. კაიფი,  იწვევს ადამიანში სასიამოვნო შეგრძნებებს და დადებით ემოციებს.

ეს ეფექტ ხანმოკლეა და შემდეგ იწყება გამოსვლის ფაზა,  რომლის დროს აღინიშნება გახშირებული ან შენელებული გულისცემა და სუნთქვა, მომატებული წნევა, ოფლიანობა, მომეტებული სხეულის ტემპერატურა, თავის ტკივილი, უძილობა, თავბრუსხვევა, გულისრევა, პირის სიმშრალე, ხელების კანკალი, წონასწორობის დარღვევა.

ნარკოტიკების გამოყენება იწვევს მიჩვევას. მისი არ მიღების შემთხვევაში ადამიანს ეწყება ნარკოტიკების მტანჯველი სურვილი, ძლიერი ტკივილები, უძილობა, გადაღლა, უსაფუძვლო შიშები და შფოთვა, უმადობა, კუჭნაწლავის აშლილობა, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები.

საქართველოში ნარკოტიკების შეძენას, შენახვასა და მოხმარება ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად.

 ნარკოტიკები ანგრევს ადამიანის ორგანიზმს და ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას:: ტვინს და ნერვულ სისტემას, გულ-ღვიძლს, საჭმლის მომნელებელ სისტემას, ძვლის ტვინს, სასქესო ორგანოებს, იკარგება ცხოვრების ინტერესები, ხდება პიროვნების დეგრადაცია, მაღალია აივ ინფიცირების რისკი, არსებობს ზედოზირების საშიშროება, რაც ძალიან ხშირად იწვევს სიკვდილს.

თქვენ თვითონ  აირჩიეთ: ხანმოკლე სიამოვნება თუ გზა ჯოჯოხეთისკენ!

info@geoyouth.ge 

კომენტარები (11)
საჭიროა თუ არა მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია საქართველოში? - კვირა, 07 ივლისი 2013

უკანასკნელ პერიოდში ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის საკითხი საზოგადოებრივი განსჯის საგნად იქცა. საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისთვის მოსახლეობა მზად არ არის. თუმცა საზოგადოების მეორე ნაწილი აზრით, საქართველოს კანონმდებლობა მომხმარებლების მიმართ უფრო ლიბერალური უნდა გახდეს და საჭიროა მისი მოყვანა შესაბამისობაში გაეროს საერთაშორისო კონვენციებთან, რათა უკეთ იქნას უზრუნველყოფილი საზოგადოებრივი და სახელმწიფო უსაფრთხოება, ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებების დაცვა.ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ არსებული კანონმდებლობის პირობებში ძალზედ დაუცველია ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი, რადგან კანონის წინაშე პასუხისმგებლობის შიშით ზედოზირების დროს ის ვერ მიმართავს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას, რაც ხშირად ფატალური შედეგით სრულდება. ამ გარემოებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია დააფიქსირეს როგორც მოქალაქეებმა, ასევე შსს-სა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა და აღნიშნეს, რომ ახალი კანონმდებლობა აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ადამიანის სიცოცხლის და ასევე ნარკო–მომხმარებლის ფსიქო–სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის შესაძლებლობას.

 მოგვაწოდეთ თქვენი აზრი მისამართზე: info@geoyouth.ge
 

კომენტარები (857)
ასაკობრივი შეზღუდვები ენერგეტიკულ სასმელებზე - ოთხშაბათი, 12 ივნისი 2013


მაიამის უნივერსიტეტის პროფესორის სტივენ ლიპშულცის განმარტებით, "აუცილებელია „ენერგეტიკებზე“ ბავშვების და მოზარდების წვდომა ისევე შეიზღუდოს,როგორც თამბაქოსა და ალკოჰოლზეა შეზღუდული."

ენერგეტიკული სასმელები თიშავს ცენტრალური ნერვული სისტემის იმ ნაწილს, რომელიც ადამიანის ორგანიზმს დაღლის სიგნალს აძლევს. შესაბამისად, ადამიანი დაღლას ვეღარ გრძნობს და აქტიურობას აგრძელებს, ანუ ორგანიზმს „აიძულებს“ დამატებითი ენერგია გამოიმუშაოს, რასაც იგი სრულ გამოფიტვამდე მიჰყავს. 

განსაკუთრებით მძიმე შედეგებს იწვევს ენერგეტიკები მოზარდებზე, რომელთა ორგანიზმი ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის და სასიცოცხლო ძალებისაგან გამოფიტვაა ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებამდე მივყავართ. ამიტომ ზოგიერთი ენერგეტიკული სასმელის ეტიკეტზე მითითებულია, რომ მათი მოხმარება დოზირებულად უნდა მოხდეს, დაუშვებელია ალკოჰოლთან ერთად მიღება და ა. შ. თუმცა, რადგან გაყიდვებზე შეზღუდვა არ არსებობს და მოზარდებს რეკლამის უფრო სჯერათ, ვიდრე ეტიკეტზე დატანილი გაფრთხილების, ენერგეტიკების მოხმარება დაშვებულ ნორმას ბევრად აჭარბებს.

წყარო 

კომენტარები (3244)
ნარკომანიის სტიგმა - ოთხშაბათი, 27 მარტი 2013
კომენტარები (1)
ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანის ისტორია - ხუთშაბათი, 21 მარტი 2013
კომენტარები (0)
სიგარეტი და ქალი - ხუთშაბათი, 21 მარტი 2013
კომენტარები (2)
მოწევა ორსულობის პერიოდში ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის განვითრების რისკის მატებას იწვევს ბავშვებში - ხუთშაბათი, 14 მარტი 2013

კვლევამ აჩვენა, რომ პრენატალურ პერიოდში თამბაქოს კვამლის ზემოქმედება ზრდის ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ყდჰს) განვითრების რისკს. ყდჰს ნევროლოგიურ-ქცევითი დარღვევაა, რომელიც იწყება ბავშვობის ასაკში და ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტი, ჰიპერაქტივობა და ცუდად მართვადი იმპულსურობა. კვლევის შედეგებმა, ასევე, გამოავლინა, რომ ტყვიის ზემოქმედებაც იწვევს ბავშვებში ყდჰს-ის განვითარების რისკის მატებას. მეცნიერების გამოთვლით, ორივე ფაქტორის ზემოქმედების მოცილებით შესაძლებელია 8-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში ყდჰს-ის შემთხვევათა 35%-ით შემცირება.
“მოწევასაც და ტყვიასაც ცალ-ცალკე აღენიშნება მნიშვნელოვანი ნეგატიური ზემოქმედება,” - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ტანია ფროელიხი - “მაგრამ, თუ ბავშვებმა განიცადეს ორივე ფაქტორის ზემოქმედება, მაშინ კომბინირებული ეფექტი სინერგიული ხასათისაა”.
მკვლევარების თქმით, პრენატალურ პერიოდში მოწევის ზემოქმედებით 2,4-ჯერ მატულობს ყდჰს-ის განვითარების რისკი. სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონის შემთხვევაში, რომელიც მოიცავდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ დადგენილ ზღვრულ დონესაც (10 მიკროგრამი დეცილიტრზე), ყდჰს-ის განვითარების რისკი მატულობდა 2,3-ჯერ. აღმოჩნდა, რომ ორივე ფაქტორის ზემოქმედებით ბავშვებში ყდჰს-ის განვითარების რისკი 8-ჯერ მეტი იყო იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებსაც არ აღენიშნებოდათ ზ.ა. ზემოქმედება.
კვლევა ემყარებოდა 2001-დან 2004 წლების პერიოდში 8-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების the National Health and Nutrition Examination Survey-დან აღებულ მონაცემებს.

წყარო

კომენტარები (0)
დავანებოთ თავი მოწევას - დავზოგოთ ჩვენი ჯანმრთელობა და ფინანსები:) - ოთხშაბათი, 13 მარტი 2013
კომენტარები (2)
რატომ უნდა მივსდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს? - ოთხშაბათი, 06 მარტი 2013

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჯანმრთელობა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ყოველდღიური ცხოვრების წესზე, რაც როგორც წესი შეიცავს არაჯანსაღი ცხოვრების ელემენტებს: თამბაქოს, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარებას, არაბალანსირებულ კვებას, დაბალ ფიზიკურ აქტივობას და ფსიქო-ემოციურ სტრესებს.

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, დაავადებათა განვითარების უმთავრესი მიზეზი ცხოვრების წესი და მავნე ჩვევებია, მათი მნიშვნელობა აღემატება დაავადების გამომწვევ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა მემკვიდრეობა და გარემო. იმისთვის რომ ადამიანმა ცხოვრების წესი შეიცვალოს და მისდიოს ჯანსაღ ცხოვრებას აუცილებელია არსებობდეს მოტივაცია, ანუ ფაქტორი, რაც ამ პირისთვის გადაწყვეტილების მირების ბიძგი იქნება. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ადამიანი დარწმუნდეს, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია მავნე ჩვევებს მისი ჯანმრთელობისთვის, როგორ უწყობს ესა თუ ის მავნე ჩვევა დაავადებების განვითარებას და რაოდენ ამცირებს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება ამ დაავადებების განვითარების რისკს.  

გახსოვდეთ:

  • იყავით ფიზიკურად უფრო აქტიური
  • შეწყვიტეთ თამბაქოს მოწევა
  • შეზღუდეთ ალკოჰოლის მოხმარება
  • ნარკოტიკი პრობლემას ვერ გადაგიჭრით
  • იცხოვრეთ სიცრუის გარეშე - ნარკოტიკები აიძულებს ადამიანს ხშირად მოიტყუოს
  • გაუფრთხილდი შენს გარეგნობას - ნარკოტიკების მოხმარება და თამბაქოს მოწევა ნაადრევად აბერებს ადამიანს
  • გაუფრთხილდი შენს რეპუტაციას
კომენტარები (1)
თამბაქოს მოხმარება – დაავადება თუ მავნე ჩვევა? - სამშაბათი, 05 მარტი 2013

პირი, რომელიც თამბაქოს მოიხმარს, ითვლება ქრონიკული ნიკოტინიზმით დაავადებულად. საზოგადოებაში კი გავრცელებულია მცდარი აზრი, რომ  თამბაქოს მოხმარება  არის არა დაავადება, არამედ მავნე ჩვევა.

მწეველთა უმეტესობა თავს დაავადებულად არ მიიჩნევს. უფრო მეტიც,  მდგომარეობის არასათანადო შეფასების გამო აგრძელებენ თამბაქოს მოხმარებას და მხოლოდ მწეველობით გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ან ახალი დაავადების/პათოლოგიის განვითარების შემთხვევაში მიმართავენ შესაბამის სპეციალისტს. თამაბქოს მოხმარება არის მძიმე, ქრონიკულად მიმდინარე დაავადება.

სკეპტიკოსთა საყურადღებოდ მოვიყვანთ რამდენიმე არგუმენტს:  პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რა შედეგები მოყვება თამბაქოს მოხმარებას, მაგრამ ამის მიუხედავად აგრძელებს  ან არამწეველი იწყებს მოწევას და მოგვიანებით აცნობიერებს შეცდომას, მაგრამ ამაოდ.  ხაფანგი დაგებულია და მისგან თავის დაღწევა არც თუ ისე იოლია. ამის მიზეზია ნიკოტინი-ძლიერმოქმედი ნარკოტიკული ალკალოიდი. ანუ თამბაქოს მოხმარება არის ნარკომანია, ნარკომანია კი არის დაავადება და არა მავნე ჩვევა.

ინფორმაცია
გააზრებისთვის:  ნიკოტინი თავისი თვისებების გამო უახლოეს წარსულში გამოიყენებოდა როგორც ინსექტიციდი – მწერების გამანდგურებელი საყოფაცხოვრებო საშუალება. მწეველი მას მოიხმარს ,,სიამოვნებისთვის” და სტრესთან გასამკლავებლად. 

ფაქტია, რომ თამბაქოს მოხმარების შედეგად ვითარდება ნიკოტინზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, ყალიბდება თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ქცევითი და ფსიქიკური აშლილობა. ფსიქიკური აშლილობა არის დაავადება და არა მავნე ჩვევა.

ინფორმაცია გააზრებისთვის:  შიზოფრენიით დაავადებულ პირებს აღენიშნებათ მოწევის დაუძლეველი სურვილი. თამბაქოს მოხმარების გადაჩვევის მიზნით ჩატარებული სამედიცინო-ფსიქოლოგიური მკურნალობის კურსი მხოლოდ ფსიქიკური დაავადების მქონე პირებში  არის  უშედეგო. იმავე სამკურნალო ღონისძიებების გამოყენება მოსახლეობის სხვა პოპულაციაში იძლევა   შედეგს 60%-ზე მეტ შემთხვევაში.

ფაქტია, რომ სიგარეტის ერთი ღერი შეიცავს ნიკოტინის, კუპრის და მხუთავი აირის გარდა 4300 ნივთიერებას, მათ შორის რადიაქტიულ ელემენტებს და კანცეროგენებს. მოწევის შედეგად ისინი უკლებლივ ყველა ხვდება ორგანიზმში და თითოეული მოწეული ღერი იწვევს ორგანიზმის ინტოქსიკაციას. ინტოქსიკაცია კი ორგანიზმის პათოლოგიური მდგომარეობაა და არა მავნე ჩვევა.

ინფორმაცია გააზრებისთვის:   პირველი მოწეული ღერი იწვევს განსაკუთრებულ უსიამოვნო შეგრძნებებს გულისრევის და თავბრუსხვევის სახით. ეს არის ორგანიზმის დაცვითი რეაქცია შხამზე. ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია მწეველის პოზიცია ,,სიგარეტის მოწევა მსიამოვნებს და მამშვიდებს”

თითოეული მოწეული ღერი სიგარეტი ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას და კლავს. ,,მოწევა კლავს”- კოლოფზე აღნიშნული წარწერა შეესაბამება სინამდვილეს. ამას თამბაქოს ინდუსტრიაც კი აღიარებს. მომაკვდინებელი არის მხოლოდ დაავადება და არა მავნე ჩვევა

ინფორმაცია გააზრებისთვის: გასული საუკუნის  90-იან წლებში თამბაქოს მწარმოებელი კომპანიის ,,British American Tobacco” წინააღმდეგ გაიმართა სასამართლო პროცესი.  ამ პროცესის შედეგად აშშ-ის თამბაქოს ყველა კომპანია დადანაშაულებულ იქნა საზოგადოების მანიპულირებასა და უპრეცენდენტო მასშტაბით მოტყუების მცდელობაში. სასამართლომ მათ დააკისრა  იმ პერიოდისთვის კოლოსალური ჯარიმა-249 მლრდ. დოლარის გადახდა.

თუ მოყვანილი არგუმენტების  წაკითხვით დარწმუნდით, რომ თამბაქოს მოხმარება არის დაავადება და არა მავნე ჩვევა, ჩააქრეთ უკანასკნელი ღერი სიგარეტი და იცხოვრეთ სიგარეტის  გარეშე. ეს სრულიად რეალურია და სულაც არ არის ძნელი.

 წყარო

კომენტარები (1)
ინტიმური ცხოვრების 7 მთავარი მტერი - ოთხშაბათი, 27 თებერვალი 2013

მტერი ნომერი პირველი
- რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, პირველ ადგილს იკავებს - თავი. უფრო სწორად, ის ათასი პირობითობა და სისულელე, რაც მასში გვიტრიალებს.
მტრებს შორის მეორეა - ალკოჰოლი.
განსაკუთრებით საშიშია, დიდი რაოდენობა. ლუდის მოყვარულებში ბევრი იმპოტენტიაო. ძალიან სამწუხარო დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები: სქესობრივი თვალსაზრისით ყველაზე დაუკმაყოფილებელი არსებები ქვეყანაზე ლოთი, მსმელი მამაკაცების ცოლები არიანო. ასეთ შემთხვევაში, დაგროვილი და არარეალიზებული ენერგია გარეთ ნევროზს სახით გამოდის.ალკოჰოლის გამოყენების სიხშირე კვირაში ერთ ჯერს არ უნდა აჭარბებდეს. გარდა ამისა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ლუდი ესტროგენს (ქალის ჰორმონი) შეიცავს და ცხიმის წარმოქმნას უწყობს ხელს, ადამიანი სუქდება და სივდება.
მესამე ადგილზე - თამბაქო
სტატისტიკით იმპოტენტების 87% ძლიერი მწეველია, ანუ ავადმყოფურად ბევრს ეწევა. ამბობენ, თამბაქოს ზემოქმედებით ქალებიც ნაკლებად მგრძნობიარენი ხდებიანო.
მეოთხე ადგილი - ყავა
ყავით ზედმეტი გატაცება სადინარების შევიწროებას იწვევს, ქალებს მისი ზემოქმდებით გულისცემა ზომაზე მეტად უჩქარდებათ.
მეხუთე - წამლები
წამლების უმრავლესობა ერთს კურნავს და მეორეს ვნებს. მამაკაცი იმ წამლებთან უნდა იყოს ფრთხილად, რომელიც დიაბეტის და ჰიპერტონიის მკურნალობისთვის ენიშნება. ქალებს კი ანტიბიოტიკებთან მართებთ სიფრთხილე, ანტიბიოტიკი შინაგან ფლორას აზიანებს.
სიაში მეექვსეა - მექანიკური დამოკიდებულება
თუ სექსს სპორტად, ანუ სუფთა ფიზიოლოგიურ ქმედებად გადააქცევთ, დადგება მომენტი, როცა ის სრულიად უმნიშვნელო და თქვენთვის სრულიად არასასურველ რამედ გადაიქცევა.
და მეშვიდე ვერაგი მტერი - სიმსუქნე
მისი სივერაგე იმაშია, რომ შეუმჩნევლად, თანდათან გეპარება და ენერგიის დიდი ნაწილი მთელი დღე ასეთი სხეულის ტარებაში იხარჯება: კიბეზე ასვლა, მაღაზიებში ვოიაჟი, სამსახური, საშინაო საქმეები და ა შ. შესაბამისად, თქვენი ფიზიკური შესაძლებლობები იზღუდება.

წყარო

კომენტარები (0)
მარიხუანა ძლიერი ნარკოტიკებისადმი ლტოლვას აძლიერებს - სამშაბათი, 26 თებერვალი 2013

მარიხუანას, ამ ერთი შეხედვით მსუბუქი, არცთუ ისე მავნე ნარკოტიკის მომხმარებლები მოკლე ხანში გაცილებით ძლიერ ნარკოტიკებზე ხდებიან დამოკიდებულნი და ეს ემართება ყველას, განურჩევლად ფსიქიკის თავისებურებებისა, - ასეთი დასკვნა გამოიტანეს ნიუ-იორკის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტიდან. მარიხუანას მომხმარებლებს თანდათან რომ აღარ აკმაყოფილებდათ ეს მსუბუქი ნარკოტიკი და უფრო ძლიერზე გადადიოდნენ, აქამდეც იყო ცნობილი, მაგრამ ამას არა თვით ბალახის თვისებებით, არამედ სოციალური გარემოცვის ნეგატიური გავლენითა და მომავალი ნარკომანის პიროვნების თავისებურებებით ხსნიდნენ. უკანასკნელმა ექსპერიმენტმა კი აჩვენა, რომ თავის ტვინზე მარიხუანას ხანგრძლივი ზემოქმედება თავად იწვევს უფრო ძლიერმოქმედი სტიმულატორისადმი მიდრეკილებას. მარიხუანასადმი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან მოზარდები, რომელთა ტვინში ჯერ კიდევ არ დასრულებულა მოქმედებების მაკონტროლებელი ნერვული ცენტრების ფორმირება.


წყარო

კომენტარები (0)
როგორ არ გადაეცემა აივ/შიდსი - ხუთშაბათი, 21 თებერვალი 2013
კომენტარები (0)
აივ/შიდსის გადაცემის გზები - ხუთშაბათი, 21 თებერვალი 2013
კომენტარები (1)
ექსპერიმენტული ვიდეო სიგარეტის მავნებლობის შესახებ - ხუთშაბათი, 14 თებერვალი 2013
კომენტარები (0)
ნარკოტიკის თუნდაც ერთხელ მიღებას შესაძლოა სავალალო შედეგი მოჰყვეს - ოთხშაბათი, 13 თებერვალი 2013
მოზარდებში გავრცელებულია მოსაზრების თანახმად, ნარკოტიკების იშვიათი მოხმარება უსაფრთხოა. ბევრ მათგანს მიაჩნია, რომ თუ ისინი ხშირად არ მოიხმარენ ნარკოტიკს, მასზე დამოკიდებული არ გახდებიან, არ დაემუქრებათ ზედოზირების საფრთხე.
სამწუხაროდ, არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ნარკოტიკის, თუნდაც პერიოდულად მოხმარება, სახიფათოა და შესაძლოა გამოიწვიოს არაერთი უარყოფითი შედეგი, როგორც მოზარდობის, ასევ ზდასრულობის პერიოდში.

ხშირია შემთხვევები, როდესაც მოზარდი ნარკოტიკის პირველად მიღებისას ზედოზირების შედეგად იღუპება, ან ალკოჰოლის პირველად მიღებისას იღებს მწვავე ალკოჰოლურ მოწამვლას. ნარკოტიკი და ალკოჰოლი სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს, რასაც ხშირად მოჰყვება სახიფათო გვერდითი ეფექტები, ან სულაც ფატალური შედეგები.
კომენტარები (1)
სიგარეტი ”აშტერებს” - ხუთშაბათი, 07 თებერვალი 2013
ფრანგმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნიკოტინს, კარგად ცნობილ, დამღუპველ ზემოქმედებასთან ერთად გააჩნია კიდევ ერთი, არანაკლებ არასასიამოვნო თვისება. ექსპერიმენტი, როგორც ყოველთვის, ისევ საბრალო ვირთხებზე ჩაატარეს. სპეციალისტები ცხოველებს ყოველდღიურად "უმასპინძლდებოდნენ" სიგარეტის გარკვეული დოზით. დოზა დაახლოვებით იმდენს შეადგენდა, რამდენსაც უშუალოდ იღებს მწეველი.

თვენახევრის შემდეგ მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ ტვინის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელი იყო სწავლასა და მეხსიერებაზე, მნიშვნელოვნად დაზიანდა. ასევე დაადგინეს, რომ, რაც უფრო ხშირად აიძულებდნენ ვირთხებს "მოწევას", მით უფრო დიდი რაოდენობით ტვინის უჯრედებს ემუქრებოდა საფრთხე. კერძოდ, ახალი ნეირონული კვანძების რაოდენობა, რომელიც საჭირო იყო სწავლის უნარის გამუდმებით განახლებისთვის, შემცირდა 50%-ით, ხოლო დაბერებული უჯრედების რაოდენობა გაიზარდა 30%-ით.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ასეთივე პროცესი მიმდინარეობს ადამიანების დაბერებისას. აქედან გამომდინარე, დამტკიცებულია, რომ ნიკოტინი მწეველებს დროზე ადრე აბერებს. თუ ეს ასეა და თუ ყოველ სიგარეტს ნამდვილად მივყავართ სიბერის ჭკუასუსტობამდე, მაშინ როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელიც უცბად ანებებს თავს მოწევას, თავს ძალიან უყურადღებოდ თვლის, ნაკლებ ეფექტურადაც მუშაობს და ვერ ახერხებს სიგარეტის გარეშე კონცენტრირებას? ამაზე მეცნიერებს ასეთი ახსნა აქვთ: სრულებით შესაძლებელია, რომ ნიკოტინი ახდენდეს მასტიმულირებელ მოქმედებას მოკლევადიან პერიოდში, მაგრამ წარმოადგენს ტვინისთვის ზიანის მომტანს გრძელვადიან პერსპექტივაში. ამიტომ ისინი ურჩევენ მწეველებს, რაც შეიძლება მალე დაანებონ თავი მოწევას. ნიკოტინს მწეველი მიჰყავს საშინელ დამოკიდებულებამდე და ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედება მრავალმხრივია.

წყარო

კომენტარები (0)
ამფეტამინები - ოთხშაბათი, 06 თებერვალი 2013

ამფეტამინები წარმოადგენენ,  ლაბორატორიებში დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლებიც სტიმულატორების სახელითაა ცნობილი.ისინი აღგზნებადობას იწვევენ და მომხმარებელს ენერგიულობასა და სიცოცხლისუნარიანობის შეგრძნებას უმძაფრებენ. ის, რომ ადამიანი გრძნობს მოზღვავებულ ენერგიას, ეს მის ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური პროცესების დაჩქარების შედეგია.

ის "საწვავი", რომლითაც იკვებება ადამიანის ორგანიზმი, დაჩქარებული ქიმიური პროცესების გამო, მალე იწვება და ამიტომაა, რომ ნარკოტიკული საშუალებებისგან მიღებული ეფექტი სწრაფად ქრება. ნარკოტიკები ჯერ მკვეთრად აღაგზნებენ ადამიანის ცენტრალურ ნერვურ სისტემას, მაგრამ შემდეგ თრგუნავენ; ამაღლებულ განწყობას ცვლის დეპრესია და დაღლილობა. ამიტომაა, რომ სტიმულანტების მომხმარებელი კვლავ ითხოვს ახალ დოზას, რათა ნარკოტიკით მოგვრილი მოკლევადიანი ეფექტი გაახანგრძლივოს. ეს კი იწვევს ნარკოტიკზე ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას.

 

კომენტარები (0)
The Girl Effect - სამშაბათი, 29 იანვარი 2013
კომენტარები (1607)
მითები ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების შესახებ - პარასკევი, 25 იანვარი 2013

საზოგადოებაში არსებობს მოარული მითები ჩასახვის საწინააღმდეგო სხვადასხვა `საიმედო მეთოდების" შესახებ, ჭეშმარიტება კი ისაა, რომ ამ მეთოდების უმეტესობა არ ამართლებს და ქალი შესაძლებელია დაორსულდეს:

  • მენსტრუაციის დროსაც;
  • პირველი და ერთადერთი სქესობრივი კონტაქტის შედეგად;
  • მიუხედავად იმისა, განიცდიან თუ არა პარტნიორები ორგაზმს/სიამოვნებას;
  • წყვეტს მამაკაცი სქესობრივ კონტაქტს სპერმის გამოყოფამდე თუ არა;
  • სქესობრივი აქტის შემდეგ საშოს გამორეცხვის ჩატარების მიუხედავად;
  • სქესობრივი აქტის პოზის და ხანგრძლივობის მიუხედავად.

მრავალი მითი არსებობს კონტრაცეპციის სხვადასხვა მეთოდის "არაეფექტურობის", ან `საშიშროების" შესახებ, ჭეშმარიტება კი ისაა, რომ თანამედროვე კონტრაცეპტივები ეფექტურად გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

კომენტარები (1)
ფაქტები თინეიჯერების შესახებ - გარდატეხის ასაკი - ხუთშაბათი, 24 იანვარი 2013
კომენტარები (1)
ალკოჰოლი და ზემოქმედება სხეულზე და ტვინზე 3D ანიმაცია - პარასკევი, 18 იანვარი 2013
კომენტარები (0)
ახალგაზრდების მიერ მომზადებული ვიდორგილი აივ/შიდსის სტიგმის წინააღმდეგ - ხუთშაბათი, 17 იანვარი 2013
კომენტარები (0)
რჩევები ჯანსაღი ცხოვრებისთვის:) - ოთხშაბათი, 09 იანვარი 2013
კომენტარები (0)
განწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესი - ოთხშაბათი, 09 იანვარი 2013

ემოციური და მენტალური განწყობა   ადამიანს ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებაში ეხმარება, ანიჭებს ოპტიმიზმს, კონსტრუქციულობას, საკუთარი ემოციებისადმი პოზიტიურ განწყობას.

ინტელექტუალური განწყობა ახალი ინფორმაციის მიღებისა და მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას იძლევა, რაც ზრდის ცხოვრების ხარისხს და ახალ ვითარებაში ადვილად ორიენტირების უნარს.

ფიზიკური განწყობა ყოველდღიური საქმიანობის მოთხოვნათა შესაბამისად მოქმედების უნარია, რომელიც კარგი ფიზიკური მომზადებისა და სასარგებლო მოძრაობითი თვისებების დამსახურებაა.

სოციალური განწყობა სხვა ადამიანებთან წარმატებული ურთიერთობის უნარს განსაზღვრავს.

სულიერი განწყობა  მისი მეშვეობით ყალიბდება ღირებულებათა სისტემები, ადამიანი სახავს მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მიზნებს და მათკენ მიისწრაფის.

 

კომენტარები (2)
ქორწინება და ჯანმრთელობა - ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2012

ზოგადად მიიჩნევა, რომ დაქორწინებული ადამიანები ცხოვრობენ უფრო ხანგრძლივად,  არიან უფრო ჯანმრთელები და თავს გრძნობენ უფრო ბედნიერად, ვიდრე  მარტო მცხოვრები ადამიანები.ამ საკითხზე მრავალი კვლევაა ჩატარებული.  შედეგები შემდეგია:

  • დაოჯახებულები ადრეულ ასაკში ნაკლებად კვდებიან, განსაკუთრებით მამაკაცები.
  • შედარებით იშვიათად აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და  გართულებები, ინსულტი, ინფარქტი.

ამ საკითხებზე არსებობს სხვა მოსაზრებაც, მაგ. ის, რომ ჯანმრთელი ადამიანები უფრო ხშირად ქმნიან ოჯახებს, ამიტომ ჯანმრთელო ცხოვრება წინასწარ არის განსაზღვრული  ოჯახის გავლენის გარეშე.

მეცნიერების მეტი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მხარდაჭერას სიყვარულს და ახლო ინტიმურ ურთიერთბებს შეუძლიათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაძლიერება.  მაგ. S. Robert Davis  ოჰაიოს უნივერსიტეტსი პროფესორი ამობობს, რომ მხარდამჭერი ურთიერთობების არ არსებობა თვითონ რისკ ფაქტორს წარმოადგენს მრავალი დაავადებისთვის.არსებობს სხვადასხვა ფაქტორები, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ ქორწინებაში მყოფი ადამიანების ჯანმრთელობის გაძლიერებაში:

  • მეტად უსაფრთხო ქცევა – ადამიანების რომლებიც დაოჯახებულნი არიან ნაკლებად ეტანებიან ნარკოტიკებს, პროფესორ   Christopher Fagundes  - ის ცნობით.
  • დაქორწინებული ადამიანები მეტად ზრუნავენ ერთამენთზე, მათ შორის ჯანმრთელობაზე.
  • სოციალური კონტაქტი – დაოჯახებული ადამიანები სოციალურად უფრო აქტიურები და კონტაქტურები არიან, მარტო მყოფი ადამიანები შედარებით მიდრეკილები არიან ეულობისკენ და სოციალური იზოლაციისკენ.
  • ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბების მცდელობა – მეუღლეები, როგორც წესი, ცდილობენ მეორე ნახევარში დანერგონ ჯანსაღი ცხოპვრების წესი და სხვა ქცევები რაც ხელს უწყობს ჯანმრთელობას. მაგ. „დალიე ცოტა“, „არ შეჭამო ცხიმიანი“ და ა.შ.
  • ადამინები, რომლებიც არიან წარმატებულ ქორწინებაში მეტად ემორჩილებიან ექიმის რეკომენდაციებს.

კოჰაბიტაციას –  ქორწინების გარეშე ერთად ცხოვრებასაც აქვს დადებითი ეფექტები ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა არა იმ დონით რაც ქორწინების შემთხვევაში. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მხოლოდ წარმატებული და ბედნიერი ქორწინებაა ჯანმრთელი ცოხვრების მომტანი, წარუმატებელ ქორწინებებს ეს დადებით მაჩვენებლები არ ეხება.  ამის მიზეზია ქრონიკული სტრესი, რომელიც იმუნურ სისტემაზე დამთრგუნველად მოქმედებს. ამიტომ წარუმატებელ ქორწინებაში მყოფ ადამიანებს, პირიქით შეიძლება უარყოფითი დამატებით რისკ ფაქტორები ჰქონდეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

წარუმატებელი ურთიერთბა ქალების ჯანმრთელობაზე მეტად უარყოფითად მოქმედებს, ვიდრე მამაკაცებისაზე. რათქმაუნდა მარტო მცხოვრებ ან განქორწინებულ ადამიანებსაც შეუძლიათ ბედნიერად და ჯანმრთელად ცხოვრება, უბრალოდ ამის ალბათობა წარმატებულ ურთიერთბაში მყოფ ადამიანებთან შედარებით ნაკლები აქვთ.  მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ განქორწინებული ადამიანების უკეთესად ცხოვრობენ, ვიდრე მხოლოდ მარტო მცხოვრები ადამიანები.  მარტო მცხოვრებ ადამიანებს შორის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მამაკაცებს მეტი პრობლემები ექმნებათ,  ვიდრე ქალებს.

წყარო

კომენტარები (0)
ჯანსაღი ცხოვრების 4 მთავარი წესი - ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2012
კომენტარები (1)
იცხოვრე ნარკოტიკის გარეშე! - ხუთშაბათი, 20 დეკემბერი 2012
კომენტარები (0)
ლიმონათი მოწევისთვის თავის დანებებაში დაგეხმარებათ - სამშაბათი, 18 დეკემბერი 2012
გამოივლეთ პირში ტკბილი ლიმონათი - გვირჩევენ ამერიკელი მეცნიერები. მათი აზრით, ეს მოწევისთვის თავის დანებებაში დაგეხმარებათ.

ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 51 სტუდენტი მონაწილეობდა. ისინი ორ ჯგუფად დაჰყვეს. მოხალისეებმა პირველი ჯგუფიდან თვითკონტროლზე ტესტის გავლისას პირში ტკბილი ლიმონათი გამოივლეს, მეორე ჯგუფის წევრებმა კი - ხელოვნური დამატკბობლებიანი სასმელი.

დავალებას მათ გაართვეს თავი, რომელთაც შაქრიანი ლიმონათი ხვდათ წილად. ამ ჯგუფის წევრებმა სწრაფად მოახდინეს რეაგირება გამღიზიანებლებზე და მოთმინების უნარი მეტად გამოიჩინეს.

მეცნიერებმა ახსნეს, რომ გლუკოზა თავის ტვინის მუშაობის სტიმულირებას უწყობს ხელს და ორგანიზმს ეხმარება, სწრაფად მოახდინოს რეაქცია სხვადასხვა გამღიზიანებელზე. ეს მეთოდი წარმატებით შგიძლიათ გამოიყენოთ სიგარეტისთვის თავის დანებების მცდელობის დროს.

როცა მოგინდებათ მოუკიდოთ სიგარეტს, უბრალოდ, გამოივლეთ პირში ტკბილი ლიმონათი. ეს დაგეხმარებათ, ცოტა ხნით მაინც შეიკავოთ თავი მოწევისგან.

წყარო
კომენტარები (103)
თამბაქოს ბოლის შემადგენლობა - ოთხშაბათი, 12 დეკემბერი 2012
კომენტარები (1)
ალკოჰოლური თრობის დინამიკა:) - ოთხშაბათი, 12 დეკემბერი 2012
კომენტარები (2)
რა არის ტესტოსტერონი? - პარასკევი, 07 დეკემბერი 2012

ტესტოსტერონი – ერთ ერთი ძირითადი ანდროგენია, ანუ ტესტოსტერონი არის მამაკაცის სასქესო ჰორმინი, რომელიც მონაწილეობს არა მხოლოდ მამაკაცის სასქესო ორგანოების, არამედ მისი სხეულის ფორმორებაშიც.ტესტოსტერონის დონეზეა დამოკიდებული ის გარეგანი ნიშნები, რითიც მამაკაცი განსხვავადება ქალისგან: ვიწრო მენი, განიერი მხრები, თმიანობის ტიპი, ხმა და ა.შ.

ტესტოსტერონს აქვს ანტიკატაბოლური და ანაბოლური ეფექტი. ის ამცირებს ქოლესტრინის დონეს, ათეროსკლეროზის განვითარების რისკს, ახდენს გავლენას ცილების ბიოსინთეზზე (ანელებს ცილების დაშლას კორტიზოლის დონის შემცირებით), აძლიერებს ადგილობრივად ცხიმების წვას (იმ ადგილებში, სადაც ქალებს უგროვდებათ ცხიმები), ასტიმულირებს კუნთოვანი ქსოვილების ზრდას. სწორედ ტესტსოტერონი აგებს პასუხს მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებაზე.

ტესტოსტერონი გამომუაშვდება სათესლეებსა და თიკრმელზედა ჯირკვალში, მაგრამ მის დონეზე დიდი გავლენა აქვს რიგ ფაქტორებს, მათ შორის დროს. 35 წელს ზევით ყოველწლიურად მამაკაცს აღენიშნება ტესტსოტერონის დონის 1% შემცირება. თანდათან მისი დონე ხდება კრიტიკული და ბოლოს დგება მამაკაცის კლიმაქსი. იშვიათად ტესტოსტერონის დონე მცირდება მამაკაცებში 30 წლიდან. ენდოკრინოლოგები ამას ტესტოსტერონის დროებით დეფიციტს უწოდებენ, რაც გამოწვეულია გონებრივი და/ან ფიზიკური გადაღლით, შიმშილით, ზოგიერთი დაავადებით.

წყარო

კომენტარები (0)
რატომ იწყებენ ნარკოტიკების მოხმარებას? - ხუთშაბათი, 29 ნოემბერი 2012

ყველამ კარგად იცის, რომ ნარკოტიკების მოხმარება, ანგრევს ადამიანის ორგანიზმს,  იწვევს, თავის ტვინის დაზიანებას რაც ვლინდება მეხსიერებისა და აზროვნების დაქვეითებაში, ემოციური აშლილობების განვითარებაში და არაკონტროლირებად ქცევაში.
ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის ხშირია გულსისხლძარღვთა, რეპროდუქციულ და იმუნურ სისტემათა, ღვიძლისა და სახსრების დაზიანება.ნარკოტიკების ინფექციური მოხმარება არის უკურნებელი ინფექციური დაავადებების – შიდსისა და ჰეპატიტების – გავრცელების მთავარი მიზეზი. საქართველოში აივ ინფექციით დაავადებულთა თითქმის ორი მესამედი ნარკოტიკების მომხმარებელია, ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის ყოველი მეორე დაავადებულია C ჰეპატიტით. 
მიუხედავად ამისა ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი დღითიდე იზრდება

როგორ ფიქრობთ, რატომ იწყებენ ნარკოტიკების მოხმარებას? რა არის ძირითადი მიზეზები?
კომენტარები (0)
80-იანი წლების ანტინარკოტიკული კამპანია ამერიკაში - ხუთშაბათი, 22 ნოემბერი 2012
ამ კამპანიის სლოგანი ასეთი იყო: სანამ გადახტომას დააპირებ, გაარკვიე სად ხტები!


კომენტარები (0)
სექსუალობა და სექსი - ოთხშაბათი, 21 ნოემბერი 2012

სექსუალობას ხშირად სექსთან აიგივებენ. რა თქმა უნდა, ამ ორ სიტყვასა თუ მათ მნიშვნელობებს საერთო ნამდვილად აქვთ, მაგრამ სექსუალობა ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე სექსუალური გრძნობები თუ სქესობრივი აქტია. იგი დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე, საზოგადოებასა თუ ცალკეულ პიროვნებებთან ჩვენს ურთიერთობაზე.

სექსუალობა მოიცავს:

  • სექსუალურ მიმზიდველობას;
  • სხვა ადამიანთან განსაზღვრული ურთიერთობის წარმართვის სურვილს;
  • მამაკაცისა თუ ქალისთვის დამახასიათებელ გრძნობებს, ფიქრებს და ქცევას;
  • შეყვარებულობას;
·  სექსუალურ ინტიმს და ფიზიკურ სქესობრივ კავშირს.

ადამიანის სექსუალობას განსაზღვრავს ის ფასეულობები და მაგალითები, რომლებსაც იგი ბავშვობასა და ახალგაზრდობაში ითვისებს. გარდა ამისა, მასზე უდიდეს გავლენას ახდენს გარემო და საზოგადოება ანუ ყოველივე ის, რაც ჩვენს გარშემო არსებობს, ზოგჯერ გაცნობიერებულად, ზოგჯერ კი ქვეცნობიერად.

ოჯახის წევრებს და მეგობრებს ჩვენთვის საუკეთესო სურთ და საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას გვიზიარებენ, მაგრამ ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხს თავად ვაგებთ, განსაკუთრებით - როდესაც საუბარია სექსსა და სქესობრივ კონტაქტზე. აუცილებელია, კარგად გავიაზროთ ეს და გავაცნობიეროთ ის მრავალი კომპონენტი, რომლებიც ჩვენს სექსუალობას აყალიბებს.

ადამიანის სექსუალობა ზრდისა და აღმოჩენების უწყვეტი პროცესია. იგი ჩვენი პიროვნულობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენს შემდგომ განვითარებაში დიდ როლს ასრულებს. ამის გაცნობიერება მეტად მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილებების მიღებისა და საკუთარ თავზე ზრუნვისთვის. საკუთარი სექსუალობის გააზრება დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ რას ვგრძნობთ და როგორი რეაგირება უნდა მოვახდინოთ თითოეულ ჩვენს გრძნობაზე.

foryouth.ge
კომენტარები (210)
არა სასმელს! - პარასკევი, 16 ნოემბერი 2012

ერ­თი ორი კათ­ხა კუ­დი ან ჭი­ქა ღვი­ნო ბევრ ადა­მი­ანს სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს. მაგ­რამ და­ფიქ­რდით რამ­დე­ნი უსი­ა­მოვ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ამას. და­ვიწ­ყოთ იმით, რომ ამა­ში ხარ­ჯავთ ფულს და დროს, რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ უფ­რო სა­სი­ა­მოვ­ნოდ და­ხარ­ჯოთ. თუ სახ­ლის­გან მო­შო­რე­ბით და­ლი­ეთ, გზად შე­იძ­ლე­ბა რა­ი­მე ხი­ფა­თი შე­გემ­თხვეთ. ხო­ლო თუ სახ­ლამ­დე მი­აღ­წი­ეთ, დი­ლით სა­ში­ნე­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლი გა­გაღ­ვი­ძებთ და აზ­რე­ბის მოკ­რე­ბა­საც ვერ მო­ა­ხერ­ხებთ. ამას გარ­და ზი­ანს მი­ა­ყე­ნებთ სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას და ადა­მა­ი­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას.
ზო­გი­ერთ ადა­მა­ინს აქვს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ალ­კო­ჰოლ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. თუმ­ცა სხვაგ­ვა­რა­დაც ხდე­ბა. ,,ყო­ველ­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ალ­კო­ჰოლს სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მი­მარ­თავს. არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ბლო­მად სვა­მენ, მაგ­რამ ერ­თი-ორი ჭი­ქის შემ­დეგ თა­ვის შე­კა­ვე­ბა შე­უძ­ლი­ათ, ამ­ბობს ფო­ლო­სო­ფი­ის დოქ­ტო­რი ლო­რენს მეთ­ზგე­რი.
მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც სმა ჯერ კი­დევ ჩვე­ვად არ გექ­ცათ, მას­ზე უა­რის თქმამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს აბ­სის­ტენ­ცი­ის სინ­დრო­მი: ფა­ღა­რა­თი, სი­სუს­ტე, ოფ­ლი­ა­ნო­ბა, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, ძილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. არ ინერ­ვი­უ­ლოთ. ,,მსგავ­სი დის­კომ­ფორ­ტი უკა­ნას­კნე­ლად ალ­კო­ჰო­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ მხო­ლოდ 36 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა, ამ­ბობს ექი­მი მეთ­ზგე­რი.
აი რამ­დე­ნი­მე ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა იმ ჩვე­ვის და­საძ­ლე­ვად, რო­მე­ლიც უკ­ვე თქვენს მარ­თვას იწ­ყებს.
აწარ­მო­ეთ სმის დღი­უ­რი. ყო­ველ­თვის თან ატა­რეთ ფან­ქა­რი და ბლოკ­ნო­ტი. მი­ნი­მუმ ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ი­წე­რეთ ალ­კო­ჰო­ლუ­რი სას­მე­ლის მი­ღე­ბის დრო და ად­გი­ლი, მი­ზე­ზი, თქვე­ნი ფიქ­რე­ბი და შეგ­რძნე­ბე­ბი ალ­კო­ჰო­ლის მი­ღე­ბი­დან 20 წუ­თის შემ­დეგ, სმის შე­დე­გე­ბი, მათ შო­რის თქვე­ნი მოქ­მე­დე­ბა და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის რე­აქ­ცია თქვენს მოქ­მე­დე­ბა­ზე. ,,უბ­რა­ლო დაკ­ვირ­ვე­ბამ შე­იძ­ლე­ბა უა­რი გათ­ქმე­ვი­ნოთ სმა­ზე" ამ­ტკი­ცებს ფი­ლო­სო­ფი­ის დოქ­ტო­რი, ფსი­ქო­ლო­გი ჯონ კრენ­დე­ლი.
ხში­რად ძნე­ლია ძველ ჩვე­ვებ­ზე უა­რის თქმა იმი­ტომ, რომ მი­სი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს. თუ პა­რას­კევს სა­ღა­მოს ან სპორ­ტუ­ლი გა­და­ცე­მე­ბის ყუ­რე­ბი­სას სვამთ, დი­დია შან­სი, რომ ამის გა­კე­თე­ბას გა­აგ­რძე­ლებთ.
,,თქვე­ნი სმის დღი­უ­რი, ამ­ბობს ექი­მი კრენ­დე­ლი, და­გეხ­მა­რე­ბათ გან­საზ­ღვროთ ის სი­ტუ­ა­ცია, რო­დე­საც საფ­რთხე მაქ­სი­მა­ლუ­რია. შემ­დეგ უნ­და მო­ა­ხერ­ხოთ თა­ვი აა­რი­დოთ მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ას, ანუ არ ია­როთ თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ბა­რის ახ­ლოს, ან არ ეცა­დოთ მარ­ტო­ო­ბის სას­მე­ლით ჩა­ნაც­ვლე­ბა. უბ­რა­ლო მოქ­მე­დე­ბა ჩა­ნა­წე­რე­ბის წარ­მო­ე­ბა ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ა­ნებს, თა­ვი და­ა­ნე­ბონ სმას.

წყარო

კომენტარები (0)
ამერიკელი ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს - ოთხშაბათი, 14 ნოემბერი 2012

ამერიკელი ფსიქოლოგის ჯეიმს დობსის სამი ფორმულა იმ მშობლებისათვის, ვისაც თავიანთ მოზარდ შვილებთან კონტაქტის შენარჩუნება სურთ:
ფორმულა 1: “გყავდეს გაშლილ ხელისგულზე” (დაეხმარეთ და აგრძნობინეთ თქვენი მხარდაჭერა, მაგრამ ზედმეტად ნუ მოუჭერთ ხელს).
ფორმულა 2: “იყავი გვერდით, მაგრამ ნუ ჩაერევი” (ენდეთ და მიეცით ბავშვს საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების მიღების საშუალება).
ფორმულა 3: “თუ მართლა გიყვარს, გაუშვი. თუკი არ დაგიბრუნდება, ესე იგი ის შენი არც არასოდეს ყოფილა” (სიყვარული თავისუფლების გარეშე არ არსებობს).

კომენტარები (101)
პროექტი ”არჩევანი შენზეა” 2012 - პარასკევი, 09 ნოემბერი 2012
კომენტარები (2258)
თამბაქოს მოხმარების შედეგები - სამშაბათი, 06 ნოემბერი 2012
კომენტარები (39)
სიმართლე სიგარეტის შესახებ - პარასკევი, 02 ნოემბერი 2012

კომენტარები (0)
C ჰეპატიტის პრევენცია - ოთხშაბათი, 31 ოქტომბერი 2012
კომენტარები (0)
მარიხუანას საწინააღმდეგო სახალისო ვიდეორგოლი - პარასკევი, 26 ოქტომბერი 2012
კომენტარები (0)
აივ-შიდსი, ხშირად დასმული კითხვები - ოთხშაბათი, 24 ოქტომბერი 2012
კომენტარები (1)
პროექტი ”არჩევანი შენზეა” 2012 დაიწყო! - ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი 2012
კომენტარები (0)
No Drugs! - ორშაბათი, 15 ოქტომბერი 2012

კომენტარები (0)
რა ზიანი მოაქვს ტამბაქოს მოხმარებას - პარასკევი, 12 ოქტომბერი 2012

კომენტარები (2712)
ადამიანის რეპროდუქციული უნარი - სამშაბათი, 09 ოქტომბერი 2012

ადამიანის რეპროდუქცია ანუ გამრავლება - ეს არის ფიზიოლოგიური ფუნქცია, რომელიც აუცილებელია ადამიანის, როგორც ბიოლოგიური სახეობის შენარჩუნებისათვის.  ადამიანის რეპროდუქციული სისტემა შედგება განსხვავებული მორფოლოგიის მქონე ორი სისტემისაგან, ქალისა და მამაკაცის სასქესო სისტემებისაგან.

რეპროდუქციის უნარი მხოლოდ ბიოლოგიურად მომწიფებულ ინდივიდებს აქვთ. მომწიფების ასაკში (იგივე პუბერტატულ ასაკში) ხდება ორგანიზმის ფიზიოლოგიური გადაწყობა, რაც გამოვლინდება ფიზიკური და ქიმიური ცვლილებებით,  რომლებიც იუწყებიან ბიოლოგიური სიმწიფის შესახებ. ვაჟებში სქესობრივი მომწიფების პროცესში შესამჩნევად იცვლება ტანადობა - მცირდება ცხიმის რაოდენობა მუცლისა და თეძოების მიდამოში, ფართოვდება ბეჭები, ქვეითდება ხმის ტემბრი, ჩნდება თმიანობა სახესა და სხეულზე. სპერმატოგენეზი (სპერმატოზოიდების წარმოქმნა) ბიჭებში შედარებით უფრო გვიან იწყება, ვიდრე გოგონებში მენსტრუაცია.

გამრავლების ფუნქცია მამაკაცებში გამოიხატება  საკმარისი რაოდენობით სპერმატოზოიდების გამომუშავებით, რომლებსაც აქვთ ნორმალური მოძრაობის და მომწიფებული კვერცხუჯრედის განაყოფიერების უნარი.

გოგონებში მომწიფების ასაკში ხდება ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვება თეძოსა და ბარძაყის მიდამოში, სარძევე ჯირკვლების ზრდა,  თმიანობის განვითარება ბოქვენისა და იღლიის ფოსოს მიდამოებში, ანუ ხდება მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბება. მალევე ხდება მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბება. ქალის სასქესო ჯირკვლებში - საკვერცხეებში მწიფდება კვერცხუჯრედი, რომელსაც უნარი აქვს შეერწყას მამაკაცის სასქესო უჯრედს – სპერმატოზოიდს და დასაბამი მისცეს ახალ სიცოცხლეს.

გამრავლების პროცესი ადამიანში იწყება ჩასახვის მომენტიდან (განაყოფიერებიდან), ანუ მამაკაცის სასქესო უჯრედის (სპერმატოზოიდის) შეღწევით ქალის სასქესო უჯრედში (კვერცხუჯრედში). ამ ორი უჯრედის ბირთვების შერწყმით იწყება ახალი ინდივიდის ფორმირება.

ჩასახვის შემთხვევათა თითქმის 98%-ში ხდება მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედის განაყოფიერება, რაც განაპირობებს ერთი ნაყოფის განვითარებას. 1,5%-ში ვითარდებიან ტყუპები, ხოლო 7500 ორსულობიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვითარდება სამ-ნაყოფიანი ორსულობა.

წყარო

კომენტარები (0)
ნარკომანია - ხუთშაბათი, 04 ოქტომბერი 2012
კომენტარები (1)
კიდევ ერთი თამბაქოს საწინააღმდეგო რეკლამა - ოთხშაბათი, 03 ოქტომბერი 2012
კომენტარები (0)
აბსტინენციის პროგრამები - ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2012

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებობს აბსტინენციის პროგრამები, რომლებიც გამოიყენება სასკოლო პროგრამებში და გულისხმობს, მოზარდებისთვის სექსუალური აბსტინენციის (თავშეკავების) დანერგვას და გავრცელებას.  მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ ეს მეთოდი ეფექტური იქნებოდა არასასურველი ორსულობების და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენციისთვის. 

ეს პროგრამები დაინერგა და ზოგ სკოლაში დღესაც არსებობს, თუმცა მეცნიერული ანალიზით მისი შედეგიანობა და ეფექტურობა ეჭვ ქვეშ დგას.

კვლევებით დადგინდა, რომ მხოლოდ აბსტინენციის პროგრამებს არ მოჰყვებოდა არასასურველი ორსულობების შემცირება თნეიჯერებში და თავშეკავების მოწოდება ახალგაზრდებში სულაც არ იწვევდა თავშეკავებულ ქცევას.

პროფესორი დევიდ ჰოლი (Franklin College)  არის ავტორი იმ ფართო მაშტაბიანი  კვლევის, რომელიც ჩატარდა სქესობრივი განათლების ეფექტურობის განსაზღვრისთვის. მათი მიხედვით არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომელზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ აბსტინენციის პროგრამები არასასურველი ორსულობების რისკს ზრდის, თუმცა არსებობს ფაქტები, რომელთა მიხედვითაც  მათი შედეგიანობა არ დასტურდება.

2009-2010 წლებში 300 მილიონზე მეტი აშშ დოლარი დაიხარჯა აბსტინენციის პროგრამებისთვის შტატებისთვის.

დღეისთვის მიიჩნევა, რომ სგგი-ს გავრცელების და არასასურველი ორსულობების პრევენციისთვის ყველაზე ეფექტური განათლების მეთოდია ყოვლისმომცველი სქესობრივი განათლება, რომელიც მოიაზრებს, როგორც ადამიანის რეპროდუქციული სისტემის ფუნქციის შესაწავლას და თავდაცვის, კონტრაცეპტიული საშუალებების გაცნობას, ასევე ნაწილობრივ სექსუალურ აბსტინენციას, განსაკუთრებით თინეიჯერულ ასაკში.

წყარო

კომენტარები (0)
ნაბახუსევს ყავა არ შველის - ოთხშაბათი, 26 სექტემბერი 2012

მუსირებს აზრი, რომ ყავა დაგეხმარებათ ნაბახუსევზე სწრაფად დაიბრუნოთ ნათელი გონება. თუმცა ამერიკელმა მეცნიერებმა გააქარწყლეს ეს აზრი.

მეცნიერებმა ჩაატარეს ლაბორატორიული ექსპერიმენტი თგვებზე.თაგვებს აძლევდნენ კოფეინს და ალკოჰოლს, ერთ შემთხვევაში ერთად , ხოლო მეორე შემთხვევაში ცალ–ცალკე. ამის შემდეგ თაგვები მოათავსეს ლაბირინთში და აკვირდებოდნენ მათ მოქმედებას. აღმოჩნდა, რომ კოფეინისა და ეთანოლის ( რომელიც შედის ალკოჰოლში) ერთდ მიღება აბლოკირებს ერთმანეთის მოქმედებას და ამის შედეგებიც საკმაოდ მავნებელია.

პარალელის გავლებისას ადამიანის მოქმედებებზე, ექსპერტებმა განმარტეს, რომ ნაბახუსევის სინდრომის მოხსნის ნაცვლად, ყავა აძლევს მას ცრუ თვითდაჯერებულობას, თითქოსდა იგი ფხიზელია, თუმცა ქცევის ადეკვატურობა ამ შემთხვევაში არ აღინიშნება. ასეთი მდგომარეობის შედეგები კი საკმაოდ საშიშია.მაგალითად ადამიანი გადაწყვეტს, რომ იგი ფხიზელია, დაჯდება საჭესთან ეს კი ზრდის ავტოსაგზაო შემთვევების განვითარების რისკს.

წყარო

კომენტარები (0)
10 მცნება მშობლებისათვის - ხუთშაბათი, 20 სექტემბერი 2012
  1. ნუ ელოდები, რომ შენი შვილი იქნება შენნაირი ან ისეთი, როგორიც შენ გინდა. დაეხმარე მას საკუთარი თავის პოვნაში;
  2. ნუ მოსთხოვ შენს შვილს საფასურს ყოველივე იმისათვის, რაც მას გაუკეთე. შენ მას სიცოცხლე მიეცი, რითი უნდა გადაგიხადოს? ის სხვას მისცემს სიცოცხლეს და ეს არის მადლიერების შეუქცევადი კანონი.
  3. ნუ გადმოანთხევ შენს ბრაზს შენს შვილზე, თუკი გინდა, რომ ტკბილი სიბერე გქონდეს. რამეთუ, რასაც დასთეს, იმას მოიმკი.
  4. ნუ შეხედავ შენი შვილის პრობლემებს ზერელედ, რაც უნდა არასერიოზულად მოგეჩვენოს ისინი. შესაძლოა, იმ მომენტში მისთვის ცხოვრება უფრო მძიმეც კი იყოს, ვიდრე შენთვის, რადგან მას გამოცდილება არა აქვს.
  5. რასოდეს დაამცირო!
  6. ეცადე, ყოველთვის გამონახო დრო შვილებთან ურთიერთობისათვის. გახსოვდეს, რომ ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა საკუთარ შვილებთან შეხვედრაა.
  7. ნუ დაიტანჯავ თავს იმის გამო, რომ რაღაცის გაკეთება არ შეგიძლია შენი შვილისთვის. იმ შემთხვევაში მოსთხოვე შენს თავს პასუხი, თუკი შეგიძლია, მაგრამ არ აკეთებ.
  8. ბავშვი არ არის ტირანი, რომელიც მთელ შენს ცხოვრებას ეუფლება – ეს არის სათუთი სული, რომელიც ცხოვრებამ მოგაბარა, რათა გაუფრთხილდე და განავითარო.
  9. მიიღე და გიყვარდეს შენი შვილი ყველანაირი – თუნდაც, ნაკლებად ნიჭიერი ან ნაკლებად იღბლიანი და წარმატებული.
  10. შეიგრძენი მასთან ურთიერთობის სიხარული, რამეთუ ბავშვი დღესასწაულია, რომელიც ჯერ-ჯერობით შენთანაა.  

იანუშ კორჩაკი

კომენტარები (0)
ნარკოტიკული ზედოზირების შედეგები - სამშაბათი, 18 სექტემბერი 2012

ნარკოტიკის დოზის გადაჭარბება არღვევს სასიცოცხლო ორგანოების - თავის ტვინის, ღვიძლის, გულის, ფილტვების, თირკმელების მუშაობას. მოსალოდნელია გულის გაჩერება, სუნთქვის შეწყვეტა, გონების დაკარგვა. ნარკოტიკებით მოწამვლის რისკი, უწინარეს ყოვლისა, ნარკოტიკის რაოდენობასა და ხარისხთან არის დაკავშირებული. სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია ნარკოტიკების აღრევა - როგორც ერთ შპრიცში რამდენიმე ნარკოტიკის კოქტეილი, ასევე სხვადასხვა საშუალების - ოპიატების, დიმედროლის, ბარბიტურატების, ალკოჰოლის - ერთდროული გამოყენება. ერთმანეთთან კომბინირებისას ნარკოტიკების ტოქსიკური ზემოქმედება ძლიერდება. ოპიატები და ალკოჰოლი მომაკვდინებელი კომბინაციაა. რაც უფრო მეტია ალკოჰოლი ორგანიზმში, მით უფრო ნაკლები ოპიატია საჭირო დოზის გადასაჭარბებლად. ნარკოტიკების ერთ-ერთი თავისებურებაა მიჩვევა. მიჩვევისას ადამიანი იძულებულია, მოსალოდნელი ეფექტის - ეიფორიის, კაიფის მისაღწევად ყოველ ჯერზე გამოიყენოს უფრო და უფრო მეტი დოზა. დოზის უწყვეტი გაზრდა აძლიერებს ნარკოდამოკიდებულებას და ძალიან მალე იწვევს მოწამვლას. შუალედის (მკურნალობა, თავშეკავება, დეტოქსიკაცია და სხვა) შემდეგ ჩვეული დოზის მიღებაც ზრდის მოწამვლის რისკს. ნარკოტიკებით (მორფინი, ოპიუმი, კოდეინი და სხვა) საშიში მოწამვლის ნიშნებია:

  • ნელი, გაიშვიათებული სუნთქვა;
  • არტერიული წნევის დაცემა;
  • გულისცემის გახშირება;
  • გუგების შევიწროება (წერტილოვანი გუგები);
  • ტუჩებისა და თითის წვერების გალურჯება (ციანოზი);
  • კუნთების ჰიპერტონუსი, თვით ტონურ-კლონურ კრუნჩხვებამდეც კი;
  • ცნობიერების დარღვევა (ძილად მივარდნიდან უგონობამდე);
  • მეტყველების დარღვევა (გაუგებარი საუბარი).

წყარო

კომენტარები (1)
რატომ უნდა მოერიდონ მამაკაცები კომპიუტერს - პარასკევი, 14 სექტემბერი 2012

გავრცელებული აზრია, რომ ორსული ქალი კომპიუტერთან არ უნდა იჯდეს. სინამდვილეში კი კომპიუტერი ბევრად უფრო სახიფათოა იმ მამაკაცებისათვის, რომლებიც მომავალი მამები უნდა გახდნენ.

ამერიკელმა და რუსმა მეცნიერებმა ერთობლივი დაკვირვებების საფუძველზე აღმოაჩინეს, რომ კომპიუტერის აქტიური მომხმარებელი მამაკაცების სპერმატოზოიდებში ხდება ერთი და იგივე მუტაცია - ამინომჟავა ციტოზინი გარდაიქმნება ქიმიური შემადგენლობით მსგავს ნივთიერება თიმონად, რომელიც გენეტიკური კოდის შეცვლას იწვევს.

ამიტომ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს სპეციალისტები ურჩევენ, სანამ ბავშვის ჩასახვას დაგეგმავენ, შეეცადონ, მინიმალური დრო გაატარონ კომპიუტერთან. გარდა ამისა, ყოველდღე მიიღონ 400 გრ ფოლიუმის მჟავა. იგივე რეკომენდაციები შეუძლიათ გაითვალისწინონ მანდილოსნებმაც.


წყარო
კომენტარები (83)
ლეგალური და არალეგალური ნარკოტიკები - ხუთშაბათი, 13 სექტემბერი 2012

სამართლებრივად ესა თუ ის ფსიქოაქტიური ნივთიერება ნარკოტიკულ საშუალებად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებს ერთდროულად სამ კრიტერიუმს: სამედიცინოს _ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე განსაკუთრებული ზემოქმედება განაპირობებს მის გამოყენებას არასამედიცნო მიზნით; სოციალურს _ ასეთი გამოყენება მასშტაბურია და სოციალურ მნიშვნელობას იძენს; იურიდიულს _ ამ ნივთიერებას ოფიციალურად მიაკუთვნებენ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ჯგუფს.

არალეგალური
ნარკოტიკი არის ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომლის მოხმარება, შენახვა და გავცელება კანონით ისჯება. ყველასთვის კარგად ნაცნობი ალკოჰოლი, თამბაქო, კოფეინის შემცველი სასმელები და ზოგიერთი მედიკამენტიც ნარკოტიკებია, მაგრამ კანონით ნებადართულ, ლეგალურნარკოტიკებსმიეკუთვნება.

კომენტარები (0)
8 ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს სპერმის ხარისხზე - პარასკევი, 07 სექტემბერი 2012

1. ქიმია - იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც ყველაზე მეტად მოქმედებს ნეგატიურად სპერმის ხარიხზე, სახელდება ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები. მარიხუანას, კოკაინს და ჰეროინს შეუძლიათ სპერმატოზოიდების კონცენტრაციის დაქვეითება 50%-მდე, ხოლო მათი ხანგრძლივი მოხმარება შეიძლება გახდეს უნაყოფობის მიზეზი. სპერმის ხარისხზე ასევე ცუდად მოქმედევს ანაბოლური სტეროიდები, რომლებიც აქვეითებენ უჯრედების მოძრაობის უნარს და სიცოცხლისუნარიანობას.
2. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ასევე ხშირად არის უნაყოფობის მიზეზი. მაგ. ქლამიდიოზის არსებობა მამაკაცებში ჩასახვის შანსს ამცირებს 33%-ით. სამწუხაროდ სქესობრივი ინფექციები მამაკაცებში ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომაც რეგულარული გამოკვლევა შესაძლებელს ხდის, დროულად იქნას დადგენილი ესა თუ ის ინფექცია, თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი პრობლემები.
3. ეკოლოგია - ამერიკელი მეცნიერები ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ, თუ რამდენად სერიოზულ გავლენას ახდენს დაბიძურებული ჰაერი. მეცნიერები იუტას შტატიდან მივიდნენ იმ აზრამდე, რომ დაბიძურებული ჰაერი აქვეითებს სპერმატოზოიდების მოძრაობის სისწრაფეს. მეორეს მხრივ, შედეგებმა აჩვენა, რომ არ არსებობს ამ მხრივ სერიოზული შეშფოთების მიზეზი.
4. გადახურება - გავრცელებული აზრია, რომ მაღალი ტემპერატურა მოქმედებს ფერტილობაზე, თუმცა სპეციალისტები ქალაქ პორტლანდის სამედიცინო ცენტრიდან (ორეგონას შტატი) თვლიან, რომ ცხელ აბაზანას ან საუნას არ შეუძლია რაიმე სერიოზული გამოსავალის გამოწვევა, თუკი მათ ზედმეტად ხშირად არ გამოიყენებენ. ამის მიუხედავად, ხანგრძლივი გადახურება მართლაც შეიძლება გახდეს ნეგატიური შედეგების მომტანი. ექიმები არ ურჩევენ მამაკაცებს ნოუტბუკების მუხლებზე დადებას, მჭიდრო თბილი საცვლების ტარებას, ასევე იმ პროფესიების არჩევას, რომლებიც დაკავშირებულია დიდხანს ჯდომასთან, მაგ ავტომანქანის მართვის დროს. ეს ასევე უწყობს ხელს გადახურებას.
5. ინტელექტი - ჯეფრი მილერმა ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტიდან ამ ცოტა ხნის წინათ აღმოაჩინა, რომ ინტელექტის მაჩვენებლებს პირდაპირი კავშირი აქვს სპერმის ხარისხთან. ასეთ დასკვნამდე ის მივიდა შემთხვევით, როდესაც შეისწავლიდა ვიეტნამის ომის ვეტერანთა ჯანმრთელობას. კვლევის დროს ხდებოდა მონაცემების შეკრება სხვადასხვა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით, მათ შორის შეისწავლიდნენ სპერმის ანალიზსაც. ტესტებმა აჩვენა, რომ ინტელექტუალურად განვითარებულ მამაკაცებს სპერმის გამოკვლევის შედეგებიც უკეთესი აღმოაჩნდათ.
6. კვება - С ვიტამინის, ცინკის, ასევე В12 და Е ვიტამინების ნაკლებობა ასევე შეიძლება ახდენდეს გავლენას სპერმატოზოიდების აქტივობაზე.
7. ზედმეტი წონა - აქამდე არ არსებობს ერთიანი აზრი ფერტილობაზე ზედმეტი წონის ზეგავლენის შესახებ. 2008 წლის ზაფხულში აბერდინის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ სხეულის მასის მაღალი ინდექსის მქონე მამაკაცების სპერმა მეტი რაოდენობით ანომალურ სპერმატოზოიდებს შეიცავს. ამის მიუხედავად, სპერმატოზოიდების აქტივობაზე და კონცენტრაციაზე ზედმეტი კილოგრამები არ მოქმედებს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ დანიელი მეცნიერები, რომლებიც იუწყებიან, რომ მართალია, ჭარბი წონა იწვევს სასქესო ჰორმონების კონცენტრაციის დაქვეითებას, მაგრამ ამ დროს არ იცვლება სპერმის მაჩვენებლები.
8. ტრავმები - მართალია, მეცნიერები ყოველთვის მიესალმებიან ჯანსაღი ცხოვრების წესს, მაგრამ ზოგიერთი სახის ფიზიკური დატვირთვა უარყოფითად მოქმედებს სპერმის ხარისხზე, მაგ. ველოსპორტის დროს ადგილი აქვს სათესლე ჯირკვლების ხშირ მცირე ტრავმებს, რაც იწვევს სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარის დაქვეითებას.
9. მობილური ტელეფონები - ეს საკითხი მრავალ მეცნიერს აღელვებს. სპეციალისტებმა კლივლენდის კლინიკიდან ჩაატარეს რამდენიმე კვლევა. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს მათ დააწყვეს 32 მამაკაცის სპერმის ნიმუშები ლაპარაკის რეჟიმში ჩართული მობილური ტელეფონების გვერდით. ერთი საათის შემდეგ სპერმატოზოიდების სიცოცხლისუნარიანობა მკვეთრად დაქვეითდა. იგივე მეცნიერების მიერ ჩატარებულმა მეორე კვლევამ აჩვენა, რომ მობილური ტელეფონის გამოყენება დღეში 4 საათზე მეტ ხანს სერიოზულად აუარესებს სპერმის ხარისხს. მართალია, მეცნიერები თვლიან, რომ საჭიროა უფრო მეტი კვლევის ჩატარება ამ საკითხის შესასწავლად, მაგრამ ისინი ურჩევენ მამაკაცებს, არ ატარონ მობილური ტელეფონები შარვლის წინა ჯიბეში და უფრო ხშირად გამოიყენონ hands-free გარნიტურები.


წყარო

კომენტარები (0)
აივ/შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლების სახალისო კლიპი - ხუთშაბათი, 09 აგვისტო 2012

ძალიან მომეწონა ამ კლიპის სლოგანი ”მას 9 სიცოცხლე აქვს, შენ კი ერთი, ასე რომ გაუფრთხილდი თავს!”


კომენტარები (0)
რატომ არის საშიში სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები? - ოთხშაბათი, 08 აგვისტო 2012
კომენტარები (1)
როგორ გადაეცემა აივი ერთი ადამიანიდან მეორეს - ხუთშაბათი, 02 აგვისტო 2012
კომენტარები (0)
მოწევის შეწყვეტის დადებითი შედეგები - ოთხშაბათი, 01 აგვისტო 2012
კომენტარები (0)
თამბაქო და მშობლის მაგალითი - ხუთშაბათი, 26 ივლისი 2012

თამბაქოს მიმართ მოზარდთა დამოკიდებულებაზე უდავოდ ახდენს გავლენას მშობლების მაგალითი. დედ-მამის ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ მშობლები ამაზე იშვიათად ფიქრობენ. თუნდაც თქვენ - ოდესმე გიფიქრიათ საკუთარ როლზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორიც არის მოწევის პროფილაქტიკა ან თამბაქოს მიმართ ბავშვების დამოკიდებულება?

გისაუბრიათ ამაზე შვილებთან? შეგიფასებიათ საკუთარი თავი როგორც ავტორიტეტი ან მაგალითი? არსებობს სოციოლოგიური გამოკვლევების შედეგები, რომლებიც მშობლებს დაეხმარება, უკეთ გააცნობიერონ და შეაფასონ ბავშვებზე თავიანთი გავლენა და სათანადო დასკვნები გამოიტანონ. სოციოლოგიურ გამოკვლევაში 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები და მათი მშობლები მონაწილეობდნენ. გასაუბრების პარალელურად მოზარდებს სთხოვეს, შეევსოთ კითხვარები, რომლებიც შეიცავდა რამდენიმე კითხვას თამბაქოსადმი მათი დამოკიდებულებისა და მოწევის მიზეზების შესახებ. დასკვნები ასეთი აღმოჩნდა:

  • მშობელთა უმრავლესობას ესმის, რა მნიშვნელობა აქვს მოზარდთა შორის თამბაქოს წევის პროფილაქტიკას, თუმცა ამას ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად არ მიიჩნევენ. პირველი ადგილი, მათი აზრით, სოციალურ პრობლემებს უნდა მივაკუთვნოთ.
  • თამბაქოს მოწევისაკენ მოზარდთა სწრაფვა განსაკუთრებით დედებს აშფოთებთ, უფრო - მათ, ვინც არ ეწევა. მწეველი დედები და მამები ამ პრობლემას ისე მწვავედ არ განიცდიან.
  • საერთო ჯამში, მოზარდებსაც და მათ მშობლებსაც თამბაქოს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ - მოწევას მიიჩნევენ უსარგებლო და მავნე ჩვევად, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
  • საფრთხე, რასაც ორგანიზმს თამბაქოს მოწევა უქადის, მშობლებისთვისაც და მოზარდებისთვისაც კარგად არის ცნობილი, თუმცა არამწეველის დადებითი ხატი მათ წარმოდგენაში ჩამოყალიბებული არ არის, ან ნაკლებად გავრცელებულია.
  • მშობლებიცა და მოზარდებიც კარგად აცნობიერებენ, რა ზიანს აყენებს თამბაქო ჯანმრთელობას. ქალებისა და გოგონების შეფასება უფრო მწვავეა, ისევე როგორც არამწეველი უფროსებისა და არამწეველთა ოჯახებში აღზრდილი ბავშვებისა.
  • მშობლების ნახევარზე მეტს მიაჩნია, რომ ნაკლებმოსალოდნელია, დედ-მამის მაგალითმა მოზარდს მოწევის მოთხოვნილება გაუღვივოს ან თამბაქოზე უარი ათქმევინოს. მათი აზრით, ტელე- და კინოპროგრამების მაგალითი უფრო ძლიერ გავლენას ახდენს.
  • სინამდვილეში მწეველთა შვილები უფრო ხშირად იწყებენ თამბაქოს მოწევას. ასეთი ბავშვების ორი მესამედი მოზარდ ასაკში სიგარეტს ერთხელ მაინც უსინჯავს გემოს. არამწეველთა ოჯახებში აღზრდილთა შორის ასეთი ბავშვი გაცილებით ნაკლებია - 41%. ამასთანავე, მწეველთა შვილები მოწევას საშუალოდ ერთი წლით ადრე იწყებენ, ვიდრე არამწეველებისა.
  • დამტკიცებულია, რომ მწეველი მშობლების მაგალითი მოზარდებს მოწევის ჩვევას განუმტკიცებს.
  • ბიჭები გოგონებზე ხშირად და, ამასთანავე, უფრო თამამად ეჩვევიან მოწევას. საზოგადოებრივი აზრიც, როგორც წესი, ვაჟებს უფრო შემწყნარებლურად ექცევა, ვიდრე გოგონებს.
  • გოგონები ჯერჯერობით უფრო ნაკლებად ეტანებიან სიგარეტს, მოწევასთან დაკავშირებული ტაბუ მათზე უფრო მეტად მოქმედებს, მაგრამ თუ თამბაქოს მოწევა დაიწყეს, უფრო ხშირად ყალიბდებიან მწეველებად.
  • ბოლო ხანს მოზარდ გოგონებს შორის თამბაქოთი გატაცების ტენდენციამ შესამჩნევად იმატა.
  • მოზარდთა ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ მშობლებმა იციან თამბაქოთი მათი გატაცების შესახებ, ამასთანავე, ვაჟები უფრო ნაკლებად მალავენ ამ ჩვევას, ვიდრე გოგონები.
  • მწეველთა შვილების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მოწევის მავნებლობაზე მშობლებთან ერთხელ მაინც უსაუბრიათ და ამის წყალობით უკეთ იციან, რა ზიანს აყენებს თამბაქო ჯანმრთელობას, ვიდრე არამწეველთა შვილებმა.

დღეს საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ სიგარეტის მოწევა მრავალ მძიმე დაავადებას უდებს სათავეს. დედამიწის მილიონობით მკვიდრი ჩაისუნთქავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებსაც თამბაქოს კვამლი შეიცავს. თამბაქოს მოწევით გამოწვეული დაავადებები მსოფლიოში ყოველწლიურად ოთხ მილიონ კაცს ემართება.

წყარო

კომენტარები (0)
ადამიანების ფსიქოსექსუალური განვითარება და მშობლების როლი - სამშაბათი, 24 ივლისი 2012
ადამიანის ფსიქო-სექსუალური განვითარება ხდება ეტაპობრივად. ბავშვს ადრეული ასაკიდან ეწყება სექსუალურობის გარკვეული გამოვლინებები, რომლის შესახებ მშობელმაც უნდა იცოდეს, ბაღის აღმზრდელმაც და მასწავლებელმაც.

ბავშვები იბადებიან უკვე სექსუალურად მოტივირებულნი და მშობლები შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად აძლევენ მათ სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს, მშობლების დამოკიდებულება ამ პრობლემის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის სექსუალური ქცევის ფორმირებისათვის.

სქესობრივი თვითშეგნება (აუტოიდენტიფიკაცია) ეს არის ინდივიდუალური, პიროვნული შეგრძნება, საკუთარი თავის აღქმა ქალად ან მამაკაცად. ის ყალიბდება ადრეულ (დაახლოებით 3 წლის) ასაკში და მრავალმხრივ ზეგავლენას ახდენს მოზარდის ფსიქოსექსუალურ განვითარებაზე.

3-4 წლის ასაკიდან ყალიბდება ამა თუ იმ სქესისათვის შესაფერისი ქცევა, ანუ ბავშვი ირჩევს სქესის შესაფერის როლს. მოზარდის სქესობრივი მიდრეკილებების გარკვევა შეიძლება მის მიერ არჩეული თამაშებით და ტანსაცმლით. ვაჟები უფრო აგრესიული ტიპის თამაშებს ირჩევენ (ომობანა, ბურთი, მანქანები და ა..), გოგონებისათვის კი დამახასიათებელია მშვიდი თამაშები (თოჯინები, სახლობანა, დედობანა და ა..).

ბავშვებს მოსწონთ, როცა უფროსებს ეხმარებიან, მაგრამ მნიშვნელოვანია რომელი სქესის (იდენტური თუ საწინააღმდეგო) მშობლის მიხმარება ანიჭებთ მათ სიამოვნებას. შეიძლება ვაჟი დედას ქალურ საქმეში ეხმარებოდეს, მაგრამ ამის გაკეთება სიამოვნებას არ უნდა ანიჭებდეს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბიჭი უმეტესწილად გოგონებთან ერთად თამაშობს ან თამაშში გოგონას როლს ასრულებს. ასეთ ვაჟს მეტი შანსი აქვს, ქალური ქცევები ჩამოუყალიბდეს, შემდგომში კი ამან სქესობრივი როლის შეცვლა გამოიწვიოს.

10-13 წლიდან მოზარდის ფსიქოსექსუალურ განვითარებაში იწყება მომდევნო ეტაპი – ის ირჩევს პარტნიორს, რომლის სქესი განსაზღვრავს მის ფსიქოსექსუალურ ორიენტაციას.

ვაჟს, რომელსაც მამასთან ერთად უყვარს ჩხირკედელაობა და ვაჟკაცური თამაშები იტაცებს, მამაკაცის ხასიათს ავლენს და ნაკლები შანსი აქვს ჰომოსექსუალური (იგივე სქესის მიმართ) ლტოლვა ჩამოუყალიბდეს. ხოლო ვისაც გოგონებთან თამაში უყვარს და ქალის აქსესუარებისკენ გაურბის თვალი, ჰომო-სექსუალური ორიენტაციის ჩამოყალიბების მეტი შანსი აქვს.

13-14 წლამდე სექსუალურობა ჩამოყალიბების სტადიაშია და თუნდაც არსებობდეს ჰომოსექსუალური ინტერესები, ეს ბავშვის საბოლოო ორიენტაციის მაჩვენებელი არ არის. ამ ასაკში ბავშვი შედარებით ადვილი “გამოსაძერწია". თუ მშობელმა და პედაგოგმა ეს იციან, ნაკლებ შეცდომას უშვებენ მოზარდთან ურთიერთობისას.

დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახს და იმ გარემოს, სადაც მოზარდს უწევს ყოფნა. ბიჭს მამაკაცური ხასიათი მამის მიბაძვით უყალიბდება, გოგონას -დედის. იმ ვაჟებზე დაკვირვებით, რომელთაც საწინააღმდეგო სქესის ხასიათი და ქცევა უფრო აქვს გამოკვეთილი აღმოჩნდა, რომ მათი დიდი ნაწილი უმამოდ იზრდებოდა. თუ ოჯახში არ არის მამა, მაგრამ არის სხვა მამაკაცი (ბიძა, ბაბუა) ბიჭი ნაკლებად იჭრება საწინააღმდეგო სქესის როლში, იმ ოჯახში, სადაც საერთოდ არ ცხოვრობს მამაკაცი, ბიჭებს უფრო მეტი დეფიციტი უჩნდებათ ხასიათის ფორმირებისას. დედის ქცევაზეც ბევრია დამოკიდებული. საქართველოში, სამწუხაროდ, დიდია დანგრეულ ოჯახთა რიცხვი და თითქმის ყოველთვის “დამნაშავე" ქმარია, საკუთარი ინიციატივით ქალი ოჯახს იშვიათად ანგრევს, რადგან იგი სოციალურად ხშირად მამაკაცზეა დამოკიდებული. მამაკაცს, რომელმაც ოჯახი დატოვა, უარყოფითი, “დამნაშავე" ადამიანის სახელს არგებენ, ხშირად ქალი მას სამაგიეროს იმით უხდის, რომ შვილს არ აჩვენებს. საბოლოოდ კი გამოდის რომ დედა საკუთარ შვილს სჯის. ასეთი მოვლენები გავლენას ახდენს ბავშვის სექსუალური როლის არჩევაში. ვაჟისათვის მამა ხატია და მისი მიბაძვით უყალიბდება მამაკაცური ქცევა, უმამოდ დარჩენილ ბიჭებს მეტი შანსი აქვთ არასწორად აირჩიონ სექსუალური ორიენტაცია.

გოგონებში მსგავსი პრობლემები ბევრად უფრო იშვიათია, რადგან არც ისე ხშირია, როცა გოგონას მარტო მამა ზრდის ან ოჯახში ქალი არ ცხოვრობს.
წყარო

კომენტარები (0)
შვედეთში ნიკოტინსაწინააღმდეგო ვაქცინის გამოსაცდელად ემზადებიან - პარასკევი, 13 ივლისი 2012

შვედი მეცნიერები ექსპერიმენტული ვაქცინის გამოცდის სამზადისში არიან. გამოცდაში, რომელიც გაისად დასრულდება, მონაწილეობას მიიღებს სკანდინავიის ქვეყნების 400 მკვიდრი. შვედურმა კომპანია Independent Pharmaceutica-მ შეიმუშავა ვაქცინა ნიცინი (Niccine), რომელიც ნიკოტინის მიმართ ანტისხეულების გამომუშავებას ასტიმულირებს. მისი გავლენით ანტისხეულები მანამდე გამომუშავდება, ვიდრე ნიკოტინი თავის ტვინში არსებულ "დაკმაყოფილების ცენტრამდე" მიაღწევდეს. ამის შედეგად მწეველი მოწევისგან ჩვეულ სიამოვნებას ვეღარ იღებს და ბოლოს და ბოლოს თავს აღწევს სიგარეტისადმი ლტოლვას.

ნიკოტინის მიმართ ანტისხეულის გამომუშავება ბუნებრივ პირობებში არ ხდება, ამიტომ ვაქცინა შეიცავს ნიკოტინისა და ანტივირუსული იმუნური რეაქციის მატარებელი კომპონენტების კომპლექსს. ექსპერიმენტში მონაწილეობის მსურველები მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მწეველები არიან და ყველა მათგანს სურს, დაძლიოს ეს მავნე ჩვევა. მათ ნახევარს ექსპერიმენტული პრეპარატი დაენიშნება, ნახევარს (საკონტროლო ჯგუფს) კი პლაცებო. მონაწილეებს 4 თვის განმავლობაში ექსპერიმენტული პრეპარატის ოთხ ინექციას გაუკეთებენ, მერე კი დაიწყება 12-თვიანი დაკვირვება. მოქმედების ანალოგიური პრინციპის მქონე ვაქცინის შესამუშავებლად კიდევ რამდენიმე ფარმაცევტული კომპანია მუშაობს. ზოგიერთი ამ პრეპარატთაგანი ჯერ კიდევ კლინიკური გამოცდის სტადიაშია, თუმცა ამ დროისთვის არსებული შედეგები მათ ეფექტიანობაზე მეტყველებს. კერძოდ, ამერიკული კომპანია Nabi Biopharmaceuticals-ის მიერ შექმნილი ვაქცინა NicVAX-ის გამოცდის მეორე ფაზაში მოწევას თავი დაანება მონაწილეთა 16%-მა, რაც საკონტროლო ჯგუფის მონაცემებს 6%-ით აღემატება.

წყარო

კომენტარები (0)
დიდი რაოდენობით ლუდის მოხმარებამ მამაკაცებში შეიძლება გამოიწვიოს საწინააღმდეგო სქესისადმი ინტერესის სრული დაკარგვა - სამშაბათი, 10 ივლისი 2012

როგორც ირკვევა, დიდი რაოდენობით ლუდის მოხმარებამ მამაკაცებში შეიძლება გამოიწვიოს საწინააღმდეგო სქესისადმი ინტერესის სრული დაკარგვა. მიიჩნევენ, რომ ჯანმრთელი ადამიანისათვის ალკოჰოლი უვნებელია შემდეგი რაოდენობით _ 1მლ. სპირტი 1კგ. წონაზე. 1 ლიტრი ლუდი შეიცავს 45-50გრ. სუფთა ალკოჰოლს, რაც შეესაბამება 120-130გრ. არაყს. როგორც "Экспресс-Газета" ამტკიცებს, საშუალო ასაკისა და 80კგ. წონის მამაკაცისათვის დასაშვებია მხოლოდ 1,5ლ. ლუდის მიღება დღის განმავლობაში, რადგანაც ლუდს სასარგებლო თვისებებთან ერთად ბევრი საზიანო თვისებებიც აღენიშნება. ლუდის მოხმარება იწვევს მადის გაძლიერებას და ხდება ჭარბი წონის მიზეზი, მისთვის დამახასიათებელია, ასევე, სედატიური, ძილისმომგვრელი, ჰალუცინოგენური (დიდი დოზების შემთხვევაში) და სხვ. მოქმედება. როგორც აღნიშნავენ, განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ლუდი შეიცავს მცენარეული წარმოშობის ქალურ ჰორმონებს – ფიტოესტროგენებს. ლუდის ჭარბი მოხმარების შემთხვევაში ეს კომპონენტები გროვდება ორგანიზმში და იწვევს ჰორმონალურ დარღვევებს, რაც ვლინდება მამაკაცებში თმიანობის შემცირებით, სარძევე ჯირკვლების გადიდებით, ცხიმის ჩალაგებით ქალური ტიპით (თეძოებზე, გვერდებზე), პოტენციის დაქვეითებით, სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარის შემცირებით სრული უნაყოფობისა და იმპოტენციის განვითარებამდეც კი.

კომენტარები (0)
რამდენიმე რჩევა, როგორ უნდა თქვათ უარი ალკოჰოლზე - პარასკევი, 06 ივლისი 2012
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას თუ როგორ უნდა თქვათ უარი ალკოჰოლზე:

  • შეცვალეთ თქვენი ცხოვრების წესი. დასახეთ გეგმა, სადაც კონკრეტულად იქნება ჩამოყალიბებული თქვენი მიზნები, მიღწევის გზები და ნაბიჯების თანმიმდევრობა, ასევე პრობლემების გადაჭრის შესაძლო საშუალებები;
  • შეადგინეთ ”ალკოჰოლის მიღების დღიური”, სადაც ყოველდღე ჩაწერთ მიღებული ალკოჰოლის რაოდენობას და შეაფასებთ მას ყოველი კვირის შემდეგ;
  • მოიშორეთ ცდუნება და ბინის პირობებში შეინახეთ მხოლო მცირე რაოდენობით ალკოჰოლი;
  • დალიეთ ძალიან ნელა. გააკეთეთ ერთსაათიანი შესვენება. ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში დააყოლეთ მას სოდა, წყალი ან წვენი. არ დალიოთ უზმოზე! ალკოჰოლთან ერთად ყოველთვის მიიღეთ საკვები;
  • აირჩიეთ ერთი ან ორი დღე კვირაში, როდესაც საერთოდ არ მიიღებთ სასმელს. შემდეგ შეეცადეთ, ერთი კვირის განმავლობაში საერთოდ უარი თქვათ სასმელზე. დააკვირდით, რამდენად უკეთ გრძნობთ თავს ალკოჰოლის გარეშე. ეს შეგრძნება დაგეხმარებათ  ალკოჰოლის საერთოდ მიტოვებაში;
  • ისწავლეთ ”არას” თქმა! არ დალიოთ ხათრის გამო. პრაქტიკულად შეგიძლიათ ეს ზრდილობიანი უარის გარეშეც მოახერხოთ.  განმეორებითი შემოთავაზების შემთხვევაში აუხსენით ადამიანებს, რომ ბევრად უკეთ გრძნობს თავს, როდესაც არ სვამთ. შორს დაიჭირეთ თავი იმ ადამიანებისაგან, ვინც გაძალებთ დალევას;
  • იყავით აქტიური. ის დრო და ფული, რომელსაც არ დახარჯავთ სასმელზე, ეცადეთ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გამოიყენოთ. გაისეირნეთ, წადით კინოში, ივარჯიშეთ;
  • ეცადეთ იპოვნოთ მხარდაჭერა. ეს აუცილებელია, ვინაიდან პერიოდულად  ძალიან ძნელია, მარტო  გაუმკლავდეთ სასმელზე მოთხოვნილებას;
  • უფრთხილდით ცდუნებებს. ეს ეხება როგორც სხვა ადამიანებს, ასევე საკუთარ თავსაც.  შეეცადეთ, არ დალიოთ, როდესაც ცუდ ხასიათზე ხართ ან ცუდი დღეა. არსებობს ჩვევები, რომლებსაც მუდმივად უნდა ებრძოლოთ, თუკი გადაწყვეტთ ჯანსაღ ცხოვრებას;
  • არ დანებდეთ! სასმელის მიტოვება ერთბაშად, ისევე როგორც დიეტის დაცვა, საკმაოდ ძნელია. თუკი ვერ მიაღწევთ დასახულ მიზანს პირველივე ჯერზე, შეეცადეთ ეს განმეორებით გააკეთოთ. დაიხმარეთ ოჯახის წევრები, მეგობრები და სხვა ადამიანები, რომლებმაც ეს უკვე შეძლეს;
  • დაიმახსოვრეთ, რომ საუკეთესო რჩევაა, საერთოდ არ დალიოთ ალკოჰოლი!
კომენტარები (1510)
ხოვრების ჯანსაღი წესის 10 ძირითადი ცნება - ოთხშაბათი, 04 ივლისი 2012

ყველა ჩვენგანს სურს, რომ ბედნიერი იყოს და დიდზანს იცოცხლოს. მეცნიერთა აზრით, ადამიანს ღრმა სიბერემდე გაჰყვება ზნეობრივი, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა, თუკი ის ცხოვრების ჯანსაღი წესის 10 ძირითად მცნებას შეასრულებს:

1. ეცადე, სიამოვნებით აკეთო შენი საქმე;
2. არ მოგერიდოს საკუთარი აზრის გამოთქმა;
3. დაიცავი კვების სწორი რეჟიმი;
4. უარი თქვი თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებაზე;
5. ნუ დაიკლებ ძილს;
6. ყველას და ყველაფერს სიყვარულით მოეპყარი;
7. ავარჯიშე გონება;
8. ნუ იტყვი უარს ფიზიკურ შრომაზე;
9. ხშირად მიეცი საკუთარ თავს ემოციური განმუხტვის საშუალება;
10. უარი თქვი ისეთ ქცევაზე, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას შენს ჯანმრთელობას.

მგონი ღირს ამ რჩევების გათვალისწინება:)

კომენტარები (3324)
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმთა სამინისტროს მიერ ინიცირებული ანტინიკოტინური კამპანიის ახალი ვიდეო რგოლი - ოთხშაბათი, 27 ივნისი 2012
კომენტარები (1)
სახალისო ფაქტები კონტრაცეფციის შესახებ - სამშაბათი, 26 ივნისი 2012
  • სტატისტიკით, ამერიკელთა მესამედმა პრეზერვატივის სწორად გამოყენება არ იცის.
  • შვეიცარიაში საბავშვო პრეზერვატივების გაყიდვა დაიწყო – თურმე ბევრ მოზარდს სრულფასოვან თავდაცვაში ხელს შეუფერებელი ზომები უშლის.
  • ბრიტანულ სკოლებში აპირებენ, მოზარდებს ტალონები დაურიგონ, რომელთა მეშვეობითაც პრეზერვატივებს სპეციალურ აპარატებში შეიძენენ. აბა, ფული რომ მისცენ, ხომ შეიძლება, შოკოლადი იყიდონ, თანაც აფთიაქში პრეზერვატივის შეძენისა თურმე რცხვენიათ...
  • ოცდაათიან წლებში საბჭოთა კავშირში აბორტი და კონტრაცეფციული საშუალებები აუკრძალავთ. “სამშობლოს ჯარისკაცები სჭირდება და არა პრეზერვატივები!” – ასე ჟღერდა თურმე მაშინდელი სლოგანი.
  • ძველ ბერძნებსა და ეგვიპტელებს პრეზერვატივები არ ჰქონდათ, ამიტომაც თავს ეგზოტიკური და საკმაოდ საეჭვო მეთოდებით იცავდნენ. ასე, მაგალითად: სპერმიციდულ გელებად ბროწეულის წვენს და… ნიანგის განავალს იყენებდნენ, დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ კი ქალს ჩაცუცქვას და ძლიერად დაცემინებას ურჩევდნენ.
  • ახალი პროდუქტის გამოსაცდელად მოხალისეების მოძიება ზოგჯერ ჭირს, მაგრამ კონდომებს ეს არ ეხება. ორი წლის წინ პრეზერვატივების ერთ-ერთმა დიდმა ამერიკულმა მწარმოებელმა ახალი პრეზერვატივების ტესტირების მსურველებს წლიური მარაგი უფასოდ შესთავაზა და რამდენიმე დღეში მოხალისეების რიგიც დაუდგა.
კომენტარები (0)
სასიკვდილო დოზები – გაუფრთხილდი სიცოცხლეს - ოთხშაბათი, 20 ივნისი 2012

სიგარეტი

სასიკვდილო დოზა – 94 სიგარეტი ერთ ჯერზე. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ძლიერ, 75 კგ. წონის მამაკაცს 75 მგ. ნიკოტინი უდავოდ მოკლავს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველი სიგარეტი საშუალოდ შეიცავს 0.8 მგ. ნიკოტინს, სასიკვდილო დოზა 94 სიგარეტია.

ალკოჰოლი

სასიკვდილო დოზა – 3 ბოთლი ერთ ჯერზე. 1 პრომილე (პრომილე – რაიმე რიცხვის მეათასედი ნაწილი (პროცენტის მეათედი), აღინიშნება 0/00-ით) ალკოჰოლი სისხლში, ნიშნავს, რომ ადამიანის ყოველი ერთი ლიტრი სისხლი შეიცავს 1 მლ. სუფთა ალკოჰოლს. 0.5 ლ. არაყი – დაახლოებით 200 მლ. სუფთა ალკოჰოლია. ჯანმრთელი 75 კგ-იანი მამაკაცის მიერ დალეული ეს ნახევარი ლიტრა გარდაიქმნება დაახლოებით 2.5 პრომილედ, რაც იწვევს სერიოზულ დათრობას. ალკოჰოლის სასიკვდილო კონცენტრაციად სისხლში ითვლება 5-6 პრომილე, რაც არის 400-450 მლ. მიღებული სუფთა ალკოჰოლი. 1-1.25 ლიტრიანი არაყის (იმ პირობით თუ არ მოხდება სასმელის ღებინება) 3 ბოთლის ზედიზედ დალევა იწვევს სიკვდილს.

კოფეინი

სასიკვდილო დოზა – 150 ესპრესოს სულმოუთქმელად დალევა. ეს ციფრი დამოკიდბულია ადამიანის წონასა და კოფეინის ინდივიდუალურ შეთვისებაზე. მაგალითად: თუ ადამიანი იწონის 75 კილოგრამს, მაშინ ერთმნიშვნელოვნად სასიკვდილო დოზაა 15 გ. კოფეინი. ნამდვილი  ესპრესო, რომელიც წარმოშობით იტალიურია, ედრება ერთ ულფა ადრენალინს. სტანდარტულ ფინჯანზე მოდის არა ნაკლებ 100 მილიგრამი კოფეინი.


წყარო

კომენტარები (24)
ენერგეტიკული სასმელები +18 - ოთხშაბათი, 13 ივნისი 2012
კომენტარები (0)
თუ თქვენ უკვე ხართ ნარკოტიკის, ალკოჰოლის ან თამბაქოს მომხმარებელი - პარასკევი, 08 ივნისი 2012
 

ადამიანები სხვადასხვა მიზეზით იწყებენ ისეთი მავნე ნივთიერებების მოხმარებას როგორიცაა თამბაქო, ალკოჰოლი და ნარკოტიკი.  მიზეზი შეიძლება იყოს უბრალოდ ინტერესი, ან სტრესის შედეგი, ან სულაც გარკვეული წესების დარღვევის მცდელობა.  როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი,  ყოველთვის არსებობს ამ მავნე ჩვევების შეწყვეტის იმაზე უკეთესი მიზეზი, ვიდრე დაწყებისა.

წუთით დაფიქრდით თქვენს მომავალზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, ნარკოტიკი სასმელი და სიგარეტი ამ ყველაფერს რისკის ქვეშ აყენებს.

რამდენიმე  მარტივი მიზეზი თუ რატომ უნდა შეწყვიტოთ ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მიღება: 

  • თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თავს კარგად გრძნობთ ამ ნივთიერებების მიღების შედეგად, შეიძლება უეცრად საპირისპიროდ შეიცვალოს სიტუაცია და ძალიან მალე დავადდეთ, ან გახდეთ დამოკიდებული ალკოჰოლზეც და ნარკოტიკზეც.
  • ალკოჰოლისა და ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ შეიძლება ჩაიდინოთ ისეთი სარისკო ქცევა, რისგანაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში თავს შეიკავებდით - მაგალითად შეიძლება გქონდეთ დაუცველი სქესობრივი კავშირი.
  • ნარკოტიკი და სასმელი აფერხებს ტვინის ნორმალურ  მუშაობას.
  • ნარკოტიკები არალეგალურია და მათი მოხმარება კანონსაწინააღმდეგოა, რის გამოც შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეგექმნათ.

რამდენიმე მარტივი მიზეზი თუ რატომ უნდა შეწყვიტოთ მოწევა:

  • მოწევის შეწყვეტის დადებითი ეფექტი დგება ძალიან მალე. მაგალითად, შეწყვეტიდან  მხოლოდ 12 საათის შემდეგ სისხლში ნახშირჟანგის დონე კლებულობს და აღწევს ნორმალურ მაჩვენებელს.
  • 2 კვირიდან-3 თვემდე პერიოდში გული და ფილტვები იწყებს უკეთესად მუშაობას და ერთი წლის შემდეგ  გულის დაავადებების რისკი საგრძნობლად მცირდება.
  • მოწევა იწვევს ადრეული ნაოჭების ფორმირებას და ფერს უცვლის კბილებს. ტოვებს არასასიამოვნო სუნს პირის ღრუში და თმაზე, რაც დროთა განმავლობაში შეიძლება ვეღარც შეამჩნიოთ, შეჩვევის გამო.
  •  ბევრ შენობაში თუ დაწესებულებაში უკვე აიკრძალა მოწევა, რაც დამატებით დისკომფორტს შეგიქმნით. 
კომენტარები (0)
ქორწინებამდე თავშეკავება ხელს უწყობს უფრო მყარი ურთიერთობებისა და სრულყოფილი სექსუალური ცხოვრების ჩამოყალიბებას - ოთხშაბათი, 30 მაისი 2012

ამერიკელმა ფსიქოლოგებმა გამოარკვიეს, რომ ის წყვილები, რომლებიც უარს ამბობენ ქორწინებამდე სექსუალურ კავშირზე, შემდგომში გამოირჩევიან 22%-ით უფრო მყარი ურთიერთობებით და უფრო სავსე სექსუალური ცხოვრებით. ისინი ასევე აღნიშნავენ ამ წყვილებში 20%-ით მეტ კმაყოფილებას ურთიერთობების მხრივაც. ეს წყვილები 12%-ით უკეთ ახერხებდნენ ურთიერთშეთანხმებას, ხოლო მათი სექსუალური ცხოვრების ხარისხი იზრდებოდა 15%-ით.
კვლევის ფარგლებში გამოკითხვა ჩაუტარდა 2000-ზე მეტ ოჯახურ წყვილს. კვლევის ავტორის პროფესორ დენ ბასბის სიტყვებით: ”გარდა სექსუალურისა, არსებობს ურთიერთობის მრავალი სხვა ფორმა. ჩემი აზრით, სექსუალური თავშეკავების დროს ამ წყვილებმა ისწავლეს ერთმანეთთან საუბარი და პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტა”.
მიუხედავად იმისა, რომ ქორწილამდე სექსუალური ურთიერთობისაგან თავშეკავება ხშირად არის დაკავშირებული წყვილების რელიგიურ შეხედულებებთან და იდეებთან, მეცნიერების აზრით, მიღებული შედეგი მხოლოდ რწმენის არსებობით არ აიხსნება. თავისთავად, მოლოდინი ხელს უწყობს უკეთესი კომუნიკაციების ჩამოყალიბებას, სექსუალური კავშირი კი სხვა არაფერია, თუ არა ადამიანებს შორის ურთიერთობა.

წყარო

კომენტარები (872)
ექსტაზის მცირე დოზებიც კი სახიფათოა ტვინისთვის - პარასკევი, 25 მაისი 2012

პოპულარული საკლუბო ნარკოტიკის, ექსტაზის მცირე რაოდენობამაც კი შეიძლება სერიზული ზიანი მიაყენოს თავის ტვინს, გვაფრთხილებენ ჰოლანდიელი მედიკოსები. კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა ამსტერდამის უნივერსიტეტიდან შეარჩიეს 188 ”პრობლემური” ახალგაზრდა, რომლებიც სარისკო ქცევით გამოირჩეოდნენ, თუმცა არასდროს არ ქონდათ გასინჯული ექსტაზი.  შერჩეულ  პირებს მეხსიერების შესამოწმებლად ჩაუტარდათ ტვინის სკანირება. 18 თვის გასვლის შემდეგ პირველი ჯგუფიდან გამოყოფილი იქნა კვლევის 59 მონაწილე, რომლებმაც ამ პერიოდში მოასწრეს ნარკოტიკის გასინჯვა. განმეორებითმა კვლევამ გამოავლინა მათში მეხსიერების დაქვეითება და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გაუარესება.
ცნობილია, რომ ექსტაზის დიდი დოზებით მიღების შედეგია დეპრესიისადმი მიდრეკილება, შფოთვა, სერიოზული დარღვევები ძილისა და ხანმოკლე მეხსიერების მხრივ.

კომენტარები (2098)
რატომ მოიხმარენ ახალგაზრდები ნარკოტიკს? - ოთხშაბათი, 23 მაისი 2012

იმისათვის რომ ნარკომანი და ნარკომანია შედგეს, აუცილებელია სამი კომპონენტის არსებობა: თვითონ ნარკოტიკის, გარემო ფაქტორების და პიროვნული თვისებების.

ფაქტორები რომლებიც ხელს უწყობს ნარკომანის და ნარკომანიის ჩამოყალიბებას:

პიროვნული ფაქტორები:
ადამიანი შესაძლოა რთული პრობლემების წინაშე იდგეს და მიმართოს ნარკოტიკებს, როგორც პრობლემებისგან გაქცევის საშუალებას, ადამიანი არ არის პიროვნულად განვითარებული და ჩამოყალიბებული, არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, აქვს დაბალი თვითშეფასება, რის შედეგადაც ვერ უძლებს სხვა ადამიანის ძალდატანებას და თანხმდება ნარკოტიკების გასინჯვაზე. პრობლემურ პიროვნულ ფაქტორს წარმოადგენს ასევე გარდატეხის ასაკი, როდესაც მოზარდები საკუთარი თავის დამკვიდრებასა და საკუთარი ადგილის პოვნას ცდილობენ. ხშირად ამისათვის დიდი დროა საჭირო და შესაძლოა მოზარდს ეჭვი შეეპაროს საკუთარ შესაძლებლობაში, ამ ყველაფრის დასავიწყებლად კი ნარკოტიკი გამოიყენოს, მეორეს მხრივ გარდატეხის ასაკში მოზარდი მიდრეკილია ახლის ძიებისკენ და ამან შეიძლება ნარკოტიკების მოხმარების პროვოცირება მოახდინოს.

გარემო ფაქტორები:

ადამიანი ცხოვრობს ოჯახში, რომლის ერთი ან რამდენიმე წევრი ნარკოტიკის მომხმარებელია. ეს ახალგაზრდებს უბიძგებს დაიჯერონ, რომ ამგვარი სიტუაცია ნორმალურია და პრობლემების გადაჭრა ამ გზით სრულიად შესაძლებელია.
ადამიანს არ ჰყავს ოჯახი და ახლობლები, პიროვნება განიცდის ფიზიკურ, გონებრივ, სექსუალურ და სიტყვიერ ზეწოლას და შეურაცხყოფას. სიღარიბე, რომლის გამოც ადამიანები ხშირად ვერ ახერხებენ სიცოცხლის უფლების დადებითად აღქმას, ამგვარად მათ ეჩვენებათ, რომ ისინი ვეღარ აკონტროლებენ თავიანთ ცხოვრებას.
ადამიანი ცხოვრობს ისეთ გარემოში, სადაც მასმედიის თუ სხვა ნებისმიერი საშუალებებით რეკლამირებული კულტურული ღირებულებების მეშვეობით მას ნარკოტიკების მოხმარებისკენ უბიძგებენ. პიროვნებაზე გავლენას ახდენენ მეგობრები და მათ არ შეუძლიათ შეეწინააღმდეგონ მეგობრების დაჟინებას გასინჯონ ნარკოტიკი. ასეთ შემთხვევებში ადამიანებს ეშიანიათ არ გახდნენ გარიყულნი მეგობრებისგან. ადამიანი ცხოვრობს გარემოში, სადაც განათლების, მუშაობის და კონსტრუქციული გართობის შესაძლებლობები ძალიან ცოტაა, ან საერთოდ არ არის. პიროვნება ცხოვრობს ოჯახში, სადაც ბევრი პრობლემაა და ოჯახის წევრებს მათი გადაწყვეტის უნარი არ გააჩნიათ.

კომენტარები (0)
მარიხუანას მოხმარება შესაძლოა კიბოს გამომწვევი მიზეზი გახედს - პარასკევი, 18 მაისი 2012

 

ამერიკელი მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ მამაკაცებში გახშირებული სიმსიმვნეების მიზეზი, შესაძლოა, მარიხუანა იყოს. კვლევების მიხედვით, ამ დაავადების რიცხვმა მამრობით სქესში, ბოლო 20 წელიწადში 2-ჯერ მოიმატა.

სპეციალისტების აზრით, მამაკაცი, რომელიც სისტემატურად მოიხმარს მარიხუანას, 70 პროცენტით მეტად დგება კიბოთი დაავადების რისკის წინაშე, ხოლო თუ ნარკოტიკს კვირაში ერთხელ მაინც ეწვევა, მაშინ ეს “შანსი” 50 %-ით იზრდება.

 

კვლევის პროცესში, 369 მამაკაცი იქნა გამოკითხული, რომელნიც ამ უმძიმესი დაავადებით იტანჯებიან და პარალელურად - 979 ჯანმრთელი მამაკაცი. აღმოჩნდა, რომ დაავადებულთა დიდი ნაწილი მარიხუანას მომხმარებელია, ხოლო ჯანმრთელების აბსოლუტური უმრავლესობა – არა.

 

თუმცა, ამერიკელი მეცნიერების ამ მოსაზრებას ბოლომდე არ ეთანხმება ბრიტანეთის ონკოლოგიური ცენტრი. ინგლისელი ექიმების აზრით, კვლევის ნიმუშის რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ასეთი ნაჩქარევი დასკვნების გაკეთების საფუძველს არ იძლევა.
კომენტარები (0)
თამბაქოს საწინააღმდეგო ორიგინალური კამპანია - ხუთშაბათი, 10 მაისი 2012
კომენტარები (0)
მამაკაცი და კონტრაცეპცია - სამშაბათი, 08 მაისი 2012

საქართველოში უკვე  დიდი ხანია დამკვიდრდა კონდომი (პრეზერვატივი), თუმცა საზოგადოებაში კონტრაცეფციული საშუალებების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. სამედიცინო თვალსაზრისით ის ნებადართულია და აუცილებელიც კია უსაფრთხო სქესობრივი კავშირისთვის...

ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია: კონდომი საუკეთესო საშუალებაა ჩასახვის საწინააღმდეგოდ და საშიში დაავადებებისგან თავის დასაცავად. კონდომების უმრავლესობა მზადდება ნივთიერებისგან, რომელსაც ლატექსს უწოდებენ. ამ ნივთიერებას ხემცენარე ჰევეის წვენისგან იღებენ. ეს ხე ევროპაში არ არის გავრცელებული, ამიტომ ლატექსი ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიიდან შემოაქვთ. ყველაზე ეფექტურად და ხარისხიანად მცირეაზიური ლატექსი მიიჩნევა. უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი ალერგიულია ამ ნივთიერების მიმართ, ამიტომ შეიქმნა ისეთი კონდომებიც, რომლებიც ლატექსს არ შეიცავს. შეძენისას ყურადღებით წაიკითხეთ შეფუთვაზე გაკეთებული წარწერა, სადაც კონდომის შემადგენლობაა მითითებული. კონდომები სხვადასხვა ზომისა და ფორმისაა. ასევე სხვადასხვანაირია ქალისა და მამაკაცისთვის განკუთვნილი სახეობები.

კომენტარები (1)
ფილმის, "მარტო სახლში", ვარსკვლავი - ნარკოტიკების მორიგი მსხვერპლი - ხუთშაბათი, 03 მაისი 2012
მაყურებელს კარგად ახსოვს მისი ბავშვობა, თუმცა მსახიობი მაკოლეი კალკინი დიდი ხანია გაიზარდა. ყველასათვის საყვარელი პატარა ბიჭუნა უკვე 31 წლისაა, თუმცა გარეგნულად ბევრად უფრო ასაკოვან ადამიანს გავს. რისი მიზეზიც ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ხშირი მოხმარებაა. საზოგადოება და მედია კალკინს ხშირად აკრიტიკებს მაგრამ მსახიობი არაჯანსაღი ცხოვრების წესს თავს არ ანებებს. აღსანიშნავია რომ 2004 წელს პოლიციამ კალკინს მარიხუანა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოუჩინა და დააპატიმრა, თუმცა სასამართლო პროცესზე ის უდანაშაულოდ სცნეს.

წყარო
კომენტარები (0)
რატომ არ მოსწონთ მამაკაცებს მწეველი ქალები? - სამშაბათი, 01 მაისი 2012

უკანასკნელი 10 წლის მანძილზე რამდენჯერმე გაიზარდა მწეველ ქალთა რაოდენობა. ეწევიან ქალები, ქალიშვილები და პატარა გოგონებიც. ბევრი მათგანი დარწმუნებულია, რომ ამ გზით მიიპყრობენ საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას. სინამდვილეშიც, მამაკაცები, განსაკუთრებით მწეველები, იოლად პოულობენ მათთან საერთო ენას, მაგრამ პოტენციურ მეუღლედ რომ დასახონ ისინი, ამას მამაკაცების დიდი უმრავლესობა გამორიცხავს.

ერთ ევროპულ ქვეყანაში სულ ახლახან ჩატარებული გამოკვლევის შედეგად , რომელშიც 256 ჭაბუკმა მიიღო მონაწილეობა დადგინდა რომ: უცნობი მწეველი ქალის მიმართ დადებითად განეწყობა მათი 4%, განურჩევლად - 54%, ხოლო უარყოფითად - 42%. სამაგიეროდ, შეკითხვაზე, იქნებოდნენ თუ არა მოსურნენი, რომ მწეველი მეუღლე ჰყოლოდათ, მხოლოდ ორმა გასცა დადებითი პასუხი, დანარჩენებმა კატეგორიული უარი განაცხადეს!

რატომ ხდება ასე? აღმოჩნდა, რომ, როგორ მიმზიდველადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ქალი, სიგარეტით ხელში იგი კარგავს შარმს მამაკაცის თვალში. თუკი მწეველი მამაკაცი ასე თუ ისე ასატანია, მწეველ ქალს ძნელად ჰგუობენ თვით მწეველი მამაკაცები, რადგან, თუკი მწეველი მამაკაცი უბრალოდ ცუდი ტონია, მწეველი ქალი - ვულგარულობის დემონსტრაციაა.

წარმოგიდგენთ გამოკითხულთა ძირითად მოსაზრებებს:

მათი თვალთახედვით, როგორც წესი, ქალი მოწევას იწყებს გასართობად, უსაქმურობისაგან და ესე იგი, მწეველი ქალი რამდენადმე უქნარა ქალსაც ნიშნავს; საგულისხმოა, რომ საყოველაოდ გავრცელებულ გამოთქმას: „მწეველი ქალის კოცნა საფერფლის ლოკვის ტოლფასიაო“ თვით მწეველი მამაკაცებიც იზიარებენ.

როდესაც არ სურთ მწეველ ქალში შესაძლო მეუღლე დაინახონ, აცნობიერებენ, რომ ქალი მომავალი დედაა და მისი შვილმბადი ორგანოები სიგარეტისაგან დიდად არის დაზიანებული. ყველასათვის ცნობილია - მწეველ ქალს გაცილებით გაძნელებული აქვს ორსულობა და მშობიარობა; ჩასახვის უნარი 5-10 წლით ადრე ეკარგებათ, ვიდრე არამწევლებს. მუცელი ეშლებათ 3-ჯერ უფრო ხშირად, მკვდრად შობენ შვილს 5-ჯერ უფრო ხშირად.

ამასთან, მამაკაცების საკმაოდ დიდი რიცხვი მწეველ ქალებს მიიჩნევს თავქარიან და ოდნავ მოსულელო არსებებად, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს მათთან ფლირტში იოლ წარმატებაზე ფიქრს.

მამაკაცებს ძალიან უჭირთ საცოლის რანგში მწეველი ქალის წარდგენა ახლობლებისადმი, რადგან ეშინიათ, არ დაამსხვრიონ მათში ღირსეულ თანამეცხედრეზე სტერეოტიპული წარმოდგენა, რომელიც ხასიათდება ნაზი და ჰაეროვანი არსების, მომავალი მოსიყვარულე დედის და ქმრის ერთგული ცოლის თვისებებით. სიგარეტი ერთბაშად თამბაქოს აშმორებულ კვამლში ხვევს ამ წარმოდგენას და თვით ის კაციც კი, ვისაც მოსწონს მწეველი ქალი, მის ხილვას თავის გვერდით, საპატარძლოს კაბაში არ ისურვებდა.

წყარო

კომენტარები (0)
საიდან იღებენ ახალგაზრდები ინფორმაციას სქესობრივი სფეროს შესახებ? - სამშაბათი, 24 აპრილი 2012

ჩვეულებრივ, ახალგაზრდებისთვის სქესობრივის სფეროს შესაზებ ინფორმაციის მთავარი წყაროა თანატოლები, ქუჩა, ინტერნეტი, ტელევიზია, გაზეთები და პოპულარული ლიტერატურა, ყველაზე ნაკლებად კი - მშობლები, პედაგოგები და ამ სფეროს სპეციალისტები. მე მიმაჩნია, რომ საუკეთესო გამოსავალი მშობლების, სკოლამდელი და სკოლის ასაკის პედაგოგების, პედიატრების ამ კუთხით მომზადებაა, რათა მათ შეძლონ სქესობრივი აღზრდის სწორად წარმართვა და პრობლემური შემთხვევების დროული გამოვლენა.

კომენტარები (0)
ადრეული ქორწინება საქართველოსა და მსოფლიოში - პარასკევი, 20 აპრილი 2012
კომენტარები (1)
მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკები - ხუთშაბათი, 12 აპრილი 2012

ნარკოტიკების სიმძიმეზე საუბრისას, ზოგს ჰგონია, რომ ასეთი დაყოფა ახასიათებს ზიანს, რომელიც ამა თუ იმ ნარკოტიკულ ნივთიერებას მოაქვს ადამიანის ჯანმრთელობისათვის, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ნარკოტიკების სიმძიმე და სისუსტე შეიძლება შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმით:

რამდენად სწრაფად იწვევს ნარკოტიკული ნივთიერება ფიზიკურ დამოკიდებულებას;
რამდენად რთული და მტკივნეულია აბსტინენციის მდგომარეობა;
რამდენად მავნეა ნარკოტიკული ნივთიერება ორგანიზმისთვის (აქ ჩვენ ვსაუბრობთმხოლოდ ნივთიერების მავნებლობაზე).

როგორც წესი, და ეს ისტორიულად მოგვდევს, “მძიმე” ნარკოტიკებში მოიაზრება ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ მკაფიოდ გამოხატულ ფიზიკურ დამოკიდებულებას, მძიმე აბსტინენციის მდგომარეობას და მძიმე ფსიქიკურ ცვლილებებს. ასეთებს მიეკუთვნება ჰეროინი, ოპიუმი, კოკაინი. მეორეს მხრივ, LSD, რომელიც ფიზიკურ დამოკიდებულებას არ იწვევს, როგორც ყველა ჰალუცინოგენი, არანაკლებ მავნეა ორგანიზმისთვის, ვიდრე ჰეროინი. იგივე ოპიუმი, როდესაც მას ძალიან მცირე დოზებით მოიხმარენ, სულაც არ არის მავნე ორგანიზმისათვის. როცა ბებია ყაყაჩოიან ფუნთუშას გვაჭმევდა, ან ხველებისას 1/2 აბ კოდეინს გვაძლევდა, მან ზუსტად იცოდა, რომ ამით არავის დააზიანებს. მაგრამ დრო შეიცვალა და კოდეინი აკრძალულ ნივთიერებებს მიაკუთვნეს და მას ყაყაჩოიანი ფუნთუშებიც მიაყოლეს – ყაყაჩოს მავნედ მოხმარებამ, მისი თესლიდან მაღალი ფრაქციის გამოყოფამ იგი “მძიმე” ნარკოტიკების სიაში მოათავსა.

“მსუბუქი” ნარკოტიკები, ვთქვათ, თამბაქო, ალკოჰოლური სასმელები, მარიხუანა, ჩაი, ყავა – რეგულარული მოხმარების ბევრად მეტ დროსა და დოზას მოითხოვენ, რომ მათდამი ფიზიკური დამოკიდებულება ჩამოყალიბდეს. მეორეს მხრივ, თუთუნისა თუ ალკოჰოლისგან გამოყოფილი ფრაქციის ინტრავენული ინექცია თავშიც არავის მოუვა, ყველამ იცის – ლეტალური გამოსავალი გარდაუვალია. ზოგი “მსუბუქი” ნარკოტიკის დიდი დოზების რეგულარული მოხმარება თავის ტვინის ორგანულ დაზიანებას იწვევს, თანდართული ფსიქოპათიური აშლილობებით, ზოგჯერ ფსიქოზებით და, სამწუხაროდ, ეს პროცესი შეუქცევადია. განსაკუთრებით სახიფათო და ვერაგი “პლანია” (მარიხუანა), და მისგან ნაწარმოები ფრაქცია “მანაგუა”. მას ზოგჯერ ახასიათებს ფსიქოზის განვითარება, მომდევნო ქრონიკული შიზოფრენიისმაგვარი სიმპტომატიკით.

კომენტარები (1)
მარუხუანას მოწევის გვერდითი ეფექტები - ოთხშაბათი, 11 აპრილი 2012
კომენტარები (1)
მავნე ჩვევები - ხუთშაბათი, 05 აპრილი 2012

ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი მავნე ჩვევების გარდა (თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკები), არსებობს სხვა მავნე ჩვევებიც, რომლებიც არანაკლებ ზიანის აყენებენ ადამიანის ჯანმრთელობას:

ონიქოფაგიას,
ანუ ფრჩხილების კვნეტას, წესისამებრ, მავნე ჩვევად მიიჩნევენ. სინამდვილეში ის ფუნქციური ნევროზის სიმპტომია. ონიქოფაგია ნერვული და ნერვულ-ფსიქოპათიური ტიპის ბავშვებსა და ზრდასრულ ადამიანებს ახასიათებთ. ფრჩხილების კვნეტის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ზრდასრული ადამიანებიც კი ვერ იკავებენ თავს და ნერვული დაძაბულობის წუთებში, შინაურებისა თუ გარეშეთა გარემოცვაში გამალებით იკვნეტენ ფრჩხილების თავისუფალ კიდეებს. უფრო მეტიც - ზოგიერთი მათგანი თავისდა უნებურად ყლაპავს კიდეც მოკვნეტილ ფრჩხილს. კვნეტის პროცესში, გარდა იმისა, რომ ფრჩხილები დეფორმირდება, ზიანდება, დიდია პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ინფიცირების საშიშროება; ღრმად მოკვნეტილი ფრჩხილის დისტალურ კიდეზე ანთება ვითარდება და ზოგჯერ სისხლიც დის. ნერწყვით მუდმივი მაცერაციის გამო ფრჩხილბუდის მოსაზღვრე კანი რბილდება, სკდება და სხვადასხვა ინფექციის კარიბჭედ იქცევა. დაზიანებული ფრჩხილების ფირფიტები დისტროფიულ ცვლილებებს განიცდის, გადაყლაპული მასა კი სხვადასხვა ინფექციური დაავადების წყაროა!

ჭამის დროს კითხვა ან ტელევიზორის ყურება არღვევს საჭმლის მონელების პროცესს. ეს უკანასკნელი ნორმალურად რომ წარიმართოს, საკვების მიღების უწყვეტი მექანიზმი გარეგან ფაქტორთა ზემოქმედებით არ უნდა დაირღვეს. როგორც კი გაშლილ სუფრას დავინახავთ, საყვარელი  კერძის სურნელს შევიგრძნობთ ან გემოს გავუსინჯავთ საჭმელს, ეს მექანიზმი რეფლექსურად ირთვება, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ნერწყვის, ნაღვლის, საჭმლის მომნელებელი ფერემენტების გამოყოფას, საკვებისგან კუჭის დროულად დაცლას, ნაწლავებში მონელების პროცესის სათანადოდ წარმართვას. კითხვისა თუ ტელევიზორის ყურების დროს ადამიანი საჭმელს გაუცნობიერებლად ყლაპავს, ისე, რომ ვერ გრძნობს ვერც სუნს, ვერც გემოს. საჭმლის მონელება, ფაქტობრივად, რეფლექტორული ფაზის გარეშე ხდება. მისი გამოთიშვის გამო კი მონელების პროცესი ირღვევა, არ გამოიყოფა აუცილებელი ფერმენტები და წვენები, საკვები ნორმაზე მეტხანს (3-5 საათს) ყოვნდება კუჭში.

საათობით კევის ღეჭვა ფიტავს სანერწყვე ჯირკვლებს, ვნებს საღეჭ კუნთებსა და ზედა და ქვედა ყბის დამაკავშირებელ სახსრებს. თუ კევს ჭამის შემდეგ დაღეჭავთ, კუჭის წვენი და საჭმლის მომნელებელი ფერმენტები უფრო ინტენსიურად გამოიყოფა, რაც მონელებას გააადვილებს, მაგრამ მშიერ კუჭზე (მით უფრო - თუ გასტრიტი ან წყლულოვანი პათოლოგია გაქვთ) კევი ნამდვილი "ტყვიამფრქვევია" - რეფლექსურად აძლიერებს შიმშილის გრძნობას და ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეციას, რომლებიც, როცა კუჭში საკვები არ დახვდებათ, ლორწოვანი გარსის მონელებას იწყებენ.არ შეიძლება უკვე დაღეჭილი კევის შენახვა და ხელმეორედ დაღეჭვა - ნარჩენებითა და ბაქტერიებით გაჯერებული მასა ინფექციის წყაროა!

კომენტარები (0)
რა რისკებთან არის დაკავშირებული ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარება - ოთხშაბათი, 04 აპრილი 2012
ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების შედეგად:
  • იზრდება უბედური შემთხვევების ალბათობა;
  • იმატებს აგრესიულობა და თავშეუკავებლობა;
  • იზრდება შემთხვევითი სქესობრივი კავშირებისა და, შესაბამისად, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით დაავადების საფრთხე;
  • წარუმატებლობა სწავლასა თუ საქმიანობაში;
  • კონფლიქტები ოჯახში;
  • პრობლემები ურთიერთობებში;
  • ფინანსური პრობლემები;
  • ნარკოტიკებით ზედოზირება, ხშირად, სიკვდილით მთავრდება;
  • ნარკოტიკების მოხმარება, შენახვა და გავრცელება კანონით ისჯება.
კომენტარები (34)
აივ ინფექცია და მასთან დაკავშირებული სოციალურ-ფსიქოლოგიურ პრობლემები - პარასკევი, 23 მარტი 2012

დღეს აივ ინფექცია აღარ ითვლება სასიკვდილო დაავადებად, თანამედროვე სამკურნალო საშუალებების ფონზე ეს არის ქრონიკული მართვადი დაავადება, თუმცა საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები აივ ინფექციის დიაგნოზს მაინც სასიკვდილო განაჩენად აღიქვამს. ამიტომ აივ ინფექციის დიაგნოზზე პირველი რეაქცია შეიძლება საკმაოდ მძიმე იყოს - შოკი, გაღიზიანება, შიში, დაბნეულობა.

 ამ დროს ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. აივ ინფექციის დიაგნოზმა შეიძლება ოჯახის წევრები და მეგობრები შეაკავშიროს. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ახლობლები გაურბიან ან ხელს ჰკრავენ აივ-ინფიცირებულ ადამიანს.

 აივ ინფექციის დიაგნოზის სტიგმატიზაცია აძნელებს გადაწყვეტილების მიღებას იმის შესახებ, ვის უნდა ეცნობოს დიაგნოზი. ავადმყოფმა ადამიანმა შეიძლება გადაწყვიტოს, არ უთხრას თავისი დაავადების შესახებ სხვებს ან აწოდებს მათ არაზუსტ ან არასრულ ინფორმაციას (მაგ., უფრო იტყვის, რომ კიბოთია დაავადებული, ან ჰეპატიტით, მაგრამ არა შიდსით).

 მძიმე დაავადების არსებობა არსებით ზეგავლენას ახდენს პაციენტის სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე და მის აქტივობაზე. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ავტონომიურობის, თვითკონტროლისა და მომავლის პერსპექტივის დაკარგვის განცდა. აივ/შიდსმა შეიძლება სერიოზულად დაარღვიოს ჩვეული ოჯახური და ცხოვრებისეული რიტმი; ზოგიერთი აივ ინფიცირებული იმდენად დაშინებულია საკუთარი მდგომარეობით, რომ ცდილობს, თავიდან აიცილოს ფიზიკური კონტაქტი ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან იმის შიშით, რომ აივ ინფექცია არ გადასდოს.

სტიგმისა და დისკრიმინაციის გამო აივ ინფიცირებულებს უარს ეუბნებიან სამსახურზე, სამედიცინო მომსახურებაზე, ჩნდება ფინანსური პრობლემები. როგორც წესი, სტიგმა ვრცელდება ინფიცირებულთა ოჯახის წევრებზეც. ისინი, ხშირად, ისეთივე სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე დგებიან, როგორც თავად ინფიცირებული.

აივ ინფექცია აზიანებს საზოგადოების ახალგაზრდა, შრომისუნარიან ნაწილს. ინფექციის გავრცელება მოითხოვს მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდას ქვეყანაში. სტიგმა ხელს უწყობს არაჯანსაღი ურთიერთობების და შეხედულებების გავრცელებას, ზოგჯერ აგრესიას ინფიცირებულების მიმართ. ამასთან ერთად, სტიგმა ხელს უშლის საზოგადოებაში აივ ინფექციის შესახებ სწორი ინფორმაციის გავრცელებას, რადგან ითვლება, რომ ეს პრობლემა ეხება  მხოლოდ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს. შედეგად, ადამიანები არ იცავენ უსაფრთხო ქცევის წესებს და რისკის ქვეშ აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას.

კომენტარები (0)
თამბაქო ყოველ 6 წამში ერთ ადამიანის სიცოცხლეს იწირავს - ხუთშაბათი, 22 მარტი 2012
გლობალური მაშტაბით ავადმყოფობის შედეგად დაღუპულთა 12% თამბაქოს მოხმარების გამო გარდაცვლილი ადამიანები შეადგენენ. აღნიშნული დასკვნა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გააკეთა და მათი განმარტებით დასკვნაში საუბარია 30 წელს გადაცილებულ ადამიანებზე. მსოფლიოში ყოველწლიურად 5 მილიონი ადამიანი იღუპება, მათ შორის 600 ათასის გარდაცვალების მიზეზი სიგარეტია, რაც იმას ნიშნავს რომ თამბქო ყოველ 6 წამში ერთ ადამიანის სიცოცხლეს იწირავს.

itv.ge
კომენტარები (0)
დეპრესანტები (ტრანკვილიზატორები, ანუ დამამშვიდებლები, ბარბიტურატები, საძილე საშუალებები) - ოთხშაბათი, 14 მარტი 2012

საჭიროების შემთხვევაში ექიმები ავადმყოფებს უნიშნავენ ტრანკვილიზატორებს (დამამშვიდებელ საშუალებებს). ზოგიერთი ფიქრობს, რომ მათი მიღება უსაფრთხოა და თვითნებურად არის შესაძლებელი. ექიმი გარკვეული ვადით ნიშნავს ამა თუ იმ დამამშვიდებელ საშუალებას, ვინაიდან ხანგრძლივი გამოყენება მათზე მიჯაჭვულობას იწვევს.

აღსანიშნავია, რომ ამ პრეპარატებზე დამოკიდებულ პირებს გამოხატული აქვთ: უმძიმესი აღკვეთის სინდრომი (ლომკა)გაუსაძლისი ტკივილებით; გულყრები, მეხსიერებისა და ყურადღების მკვეთრი დაქვეითება, გაღიზიანებადობა, აგრესიულობა, ძლიერი დეპრესია ზოგჯერ თვითმკვლელობის მცდელობით, ძლიერი ფსიქიკური აშლილობა, მეტყველების შენელება აზროვნების დაქვეითება, რაც შესაძლოა ჭკუასუსტობით დამთავრდეს.

უნდა გვახსოვდეს, რომ საძილე და დამამშვიდებელი ნივთიერებების მაღალი დოზები ერთჯერადი მოხმარებისთვისაც ძალიან სახიფათოა. მათ შესაძლოა გამოიწვიონ სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა, კომა და სიკვდილი.

კომენტარები (57)
ალკოჰოლის მოხმარების ნეგატიური ეფექტები - პარასკევი, 09 მარტი 2012

ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი უარყოფითი ეფექტებისა, რაც ხშირ შემთხვევაშიმოჰყვება ალკოჰოლური სასმელის მიღებას , ალკოჰოლის მოხმარებამ  შესაძლოა სხვა დამატებითი უხერხულობებიც შეგიქმნათ, კერძოდ ის რაც ამ  ვიდეოში არის წარმოდგენილი. შესაძლოა თქვენი თავიც კი ამოიცნოთ რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში:) 

კომენტარები (2375)
სიგარეტი = სიკვდილთან თამაშს - პარასკევი, 02 მარტი 2012

კომენტარები (1)
გამოკითხვა კონტრაცეპტივებთან დაკავშირებით - სამშაბათი, 28 თებერვალი 2012
კომენტარები (1)
ცნობილი ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარების გამო - პარასკევი, 24 თებერვალი 2012

კომენტარები (4117)
მითები სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებთან დაკავშირებით - ხუთშაბათი, 23 თებერვალი 2012

სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებთან  (ვენერიულ დაავადებებთან) დაკავშირებით არსებობს ბევრი მცდარი აზრი, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:

  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) მხოლოდ და მხოლოდ ვაგინალური სქესობრივი კავშირის შედეგად გადაედება. ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს კავშირის ხანგრძლივობას. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სგგი არასოდეს ემართებათ (ასე კი ამბობენ, მაგრამ როგორ ამოვიცნოთ ეს იღბლიანები, არავინ იცის)
  • სისუფთავის მოყვარულებს სგგი არ ემუქრებათ
  • სგგი-ით დაავადებული ადვილი ამოსაცნობია (თუმცა არც აქ მიუთითებენ, რით – სახის გამომეტყველებით თუ გამონაყარის ტიპით:).
  • სგგდ-ისგან განკურნება ძალიან ადვილია
  • თვეში ერთხელ ანტიბიოტიკის გაკეთება მიცავს ვენერიული დაავადებებისგან
  • რაში მჭირდება პრეზერვატივი? მე პირველი ჯგუფის სისხლი მაქვს და არაფერს არ “ავიკიდებ.”
  • პრეზერვატივს რა აზრი აქვს, შიდსის ვირუსს და ვენერიული დაავადებების გამომწვევებს მაინც ატარებს.
კომენტარები (3)
მიშელ ობამამ NBC-ის კომედიურ თოქ-შოუში 25 აზიდვა გააკეთა - სამშაბათი, 21 თებერვალი 2012

ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ, რომელიც აქტიურად არის ჩართული ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაში, მონაწილეობა მიიღო NBC-ის კომედიურ თოქ-შოუში. მან მაყურებელს პრაქტიკულად აჩვენა, თუ როგორ ეწევა ჯანმრთელ ცხოვრებას.

პირველი ლედი იატაკზე დაწვა და 25 აზიდვა გააკეთა. გადაცემის წამყვანმა იგივე ვერ შეძლო, ამიტომ მან მაყურებლების წინაშე თავი დაიმშვიდა, პირველ ლედის რომ შეეჭიდო, ეს არ არის კარგი საქციელი.

geonews.ge

 

კომენტარები (1)
ფრთხილად შიდსი! - ხუთშაბათი, 16 თებერვალი 2012

შიდსის საწინააღმდეგო ქართულ რეკლამას წავაწყდი, ხარისხით ვერ დაიკვეხნის, თუმცა სახალისოა და თავის სათქმელს ამბობს:)



კომენტარები (1)
თამბაქო ქალებს 25%-ით მეტად ვნებს ვიდრე მამაკაცებს - ხუთშაბათი, 16 თებერვალი 2012
კომენტარები (0)
შიდსი და ნარკომანია - პარასკევი, 10 თებერვალი 2012
კომენტარები (1)
ნარკოტიკის თუნდაც ერთხელ მიღებას შესაძლოა სავალალო შედეგი მოჰყვეს - ხუთშაბათი, 09 თებერვალი 2012
                                                                         მოზარდებში გავრცელებულია მოსაზრების თანახმად, ნარკოტიკების იშვიათი მოხმარება უსაფრთხოა. ბევრ მათგანს მიაჩნია, რომ თუ ისინი ხშირად არ მოიხმარენ ნარკოტიკს, მასზე დამოკიდებული არ გახდებიან, არ დაემუქრებათ ზედოზირების საფრთხე.
სამწუხაროდ, არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ნარკოტიკის, თუნდაც პერიოდულად მოხმარება, სახიფათოა და შესაძლოა გამოიწვიოს არაერთი უარყოფითი შედეგი, როგორც მოზარდობის, ასევ ზდასრულობის პერიოდში.
კომენტარები (2)
რა არის LSD? - სამშაბათი, 07 თებერვალი 2012

LSD  -  არის ლიზერგინული მჟავის დიეთილამიდი. იგი ფსიქოაქტიური საშუალებაა, რომელიც ჰალუცინაციებს, დროისა და სივრცის აღქმის შეფერხებასა და დამახინჯებას, აგრეთვე ემოციურ განცდებსა და აზროვნების აშლას იწვევს, რაც ინტენსიურობით ფსიქოზთან დგას ახლოს.

LSD-ს მომხმარებელი მის ეფექტს გრძნობს მიღებიდან 30-90 წუთის შემდეგ. ნარკოტიკის ფიზიკური ზემოქმედება მოიცავს შემდეგ ნიშნებს: გაფართოებული გუგები, სხეულის მომატებული ტემპერატურა, გულისცემის გახშირება, წნევის მომატება, ოფლიანობა, მადის დაკარგვა, უძილობა, სისუსტე და პირის სიმშრალე. LSD-ს მომხმარებლები ასევე ხშირად უჩივიან მგრძნობელობის დაკარგვას, სისუსტეს, კანკალს და გულისრევას.

არსებობს ორი გრძელვადიანი დარღვევა, რომელიც უკავშირდება LSD-ს მოხმარებას, ესენია: მუდმივი ფსიქოზი და რეალობის აღქმის დარღვევა.

კომენტარები (0)
თამბაქოს მოწევა ქალს სწრაფად აბერებს - პარასკევი, 03 თებერვალი 2012

თამბაქოს მოწევა ქალს 8 წლით ადრე აბერებს.ადრეულ ასაკში ეს შესამჩნევი არაა, მაგრამ 45 წლის მწეველი ქალი, თავის ტოლ არამწეველებზე ბიოლოგიურად 8 წლით უფროსია. ამის ერთ–ერთი მიზეზი ისაა, რომ მოწევის გამო კანი ჟანგბადით კარგად აღარ მარაგდება .შედეგად, უფრო ხანდაზმულად გამოიყურებით და თავსაც უფრო ასაკოვნად გრძნობთ,ვიდრე სინამდვილეში ხართ.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.მწეველი ქალები ხშირად წელში იხრებიან  და ზურგში ტკივილს იჩივიან.სიგარეტის ბოლის კომპონენტები მავნეა არა მხოლოდ ფილტვებისათვის,ისინი კუნთებსაც ასუსტებს და ძვლებს აიძულებს მათი გამამაგრებელი კალციუმი დაკარგონ.მწეველი ქალები ოსტეოქონდროზის,მოტეხილობისა და სისხლძარღვების დაავადებების დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

presa.ge

კომენტარები (0)
თამბაქოს მოხმარების შემაშფოთებელი სტატისტიკა საქართველოში - სამშაბათი, 31 იანვარი 2012

საქართველოში თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვადასხვა საბაზისო გამოკვლევის მონაცემებით, სადღეისოდ თამბაქოს ეწევა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 37-40%. მამაკაცებს შორის მწეველია 50-65%, ხოლო ქალებს შორის _ 16-22%.
სავარაუდოდ, ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული სხვაობა თანდათან შემცირდება, რადგან მწეველ ქალთა რაოდენობა იზრდება. საქართველოში მწეველ ქალთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ თუ ეს პროცესი სასწრაფოდ არ შეჩერდა, კატასტროფაც კია მოსალოდნელი.
ძალზე საყურადღებოა მდგომარეობა მოზარდებს შორის. სკოლის მოსწავლეების 22,1% მწეველია, ხოლო ქალებს შორის მწეველობის პროგრესი კატასტროფულია – იგი ბოლო 16 წლის განმავლობაში თითქმის 6-ჯერ გაიზარდა (მათ შორის, გახშირდა თამბაქოს მოხმარება ორსულებშიც).
სხვადასხვა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იმყოფება თამბაქოს პერმანენტული და ინტენსიური ზემოქმედების ქვეშ.
საქართველოში თამბაქოს მასობრივ მოხმარებას ვაჟები 10-11 წლის ასაკში იწყებენ, გოგონები _ 12-13 წლის ასაკში. თუ ისინი გააგრძელებენ თამბაქოს წევას, ჩამოუყალიბდებათ მისდამი ძლიერი დამოკიდებულება, რაც მრავალი გართულების წინაპირობაა.
გამოკვლევებმა ცხადყო, რომ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის ხარჯზე, რომელიც ამჟამად 0-დან 19 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია, მწეველებს 800 ათასი ადამიანი მოემატება, რომელთაგან 400 ათასი დაიღუპება თამბაქოს მავნე ზემოქმედების შედეგად, მათ შორის 200 ათასი _ საშუალო ასაკში, ამდენივე კი _ ხანში შესული. 35 წლის ქართველ მამაკაცებს შორის 5-დან ერთი თამბაქოსგან გამოწვეული პრობლემებით გარდაიცვლება.


aversi.ge

კომენტარები (5)
რამდენიმე რჩევა, რაც დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაში - პარასკევი, 27 იანვარი 2012

რამდენიმე რჩევა, რაც  დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაში:

  • პირველ რიგში, რათქმაუნდა უარი უნდა თქვათ თამბაქოზე და ნარკოტიკებზე. ჯანსაღი ცხოვრების ყველაზე დიდი და ძლიერი მტრები სწორედ ისინი არიან;
  • სკოლაში (სამსახურში) იარეთ ფეხით ;
  • გამოიყენეთ კიბეები ლიფტის ნაცვლად;
  • დღეში ნახევარ საათიანი ფიზიკური აქტივობაც (ვარჯიში, სპორტული თამაშები) კი საკმარისია ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად;
  • ფიზიკურთან ერთად აუცილებელია გონებრივი ვარჯიშიც . ეცადეთ მათემატიკური საკითხების ამოხსნისას არ გამოიყენოთ გამომთვლელი და ეს საქმე თქვენს გონებას მიანდოთ;
  • ჯანმრთელობა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად ასევე გულისხმობს სწორად კვებას. შეეცადეთ მიიღოთ მეტი ბოსტნეული და ეკოლოგიურად სუფთა საკვები, ნაცვლად სწრაფი კვების პროდუქტისა. ასევე სასურველია შეამციროთ ცხიმების, შაქრისა და მარილის ოდენობა თქვენს კვებით რაციონში.  მიიღეთ დღეში მინიმუმ 6 ჭიქა წყალი.
  • სასურველია არ აღიქვათ კომპიუტერი როგორც მხოლოდ სათამაშო ყუთი და არ დაყოთ მასთან მთელი დღე. რაც შეიძლება მალე მოაგვარეთ თქვენი აუცილებელი ინტერნეტ საქმეები და უფრო მეტი დრო დაყავით ბუნებაში, თუნდაც ეზოში.
კომენტარები (1)
ახალი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი აივ/შიდსის თემაზე - ხუთშაბათი, 22 დეკემბერი 2011

საქართველოში აივ პრევენციის პროექტმა, USAID-ის დაფინანსებით გადაიღო მოკლემეტრაჟიანი საგანმანათლებლო მხატვრული ფილმი, რომელშიც ნათლად არის ასახული თუ რა პრობლემების წინაშე დგანან აივ ინფიცირებული ადამიანები.

კომენტარები (1)
რა ზეგავლენას ახდენს ნიკოტინი ჩვენს კანზე - პარასკევი, 16 დეკემბერი 2011
კომენტარები (0)
ალკოჰოლზე უარის თქმის მეთოდები - პარასკევი, 09 დეკემბერი 2011
ალკოჰოლზე უარის თქმის მეთოდები:)))
კომენტარები (1)
ფიზიკური და ფსიქიკური წამალდამოკიდებულება - პარასკევი, 02 დეკემბერი 2011

წამალდამოკიდებულება (ნარკომანია და ალკოჰოლიზმი) ფსიქიკური დამოკიდებულებით იწყება. ნარკოტიკის მიღების შედეგად ვითარდება ნარკოტიკული თრობის მდგომარეობა, რომელიც გარკვეულ სიამოვნებასთან არის დაკავშირებული. სიამოვნების მიღების სურვილი უბიძგებს ადამიანს ნარკოტიკის განმეორებით მიღებისაკენ. თანდათან ძლიერდება ლტოლვა ნარკოტიკისადმი, ნარკოტიკის გარეშე ადამიანი მოწყენილი ან გაღიზიანებულია, ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება სხვა ინტერესები. ეს ფსიქიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე მეტყველებს. რაც არ უნდა მიმზიდველი იყოს ადამიანის ფსიქიკისათვის ნარკოტიკი, ორგანიზმი მასზე, როგორც შხამზე, ისე რეაგირებს და ახდენს დამცველობითი სისტემების მობილიზებას. შედეგად, ამ შხამის დაშლა ორგანიზმში თანდათან უფრო სწრაფად ხდება, ამიტომ, სასურველი ფსიქოლოგიური ეფექტის მისაღებად, ნარკოტიკების მუდმივად მზარდი დოზებია საჭირო.

ფსიქიკური დამოკიდებულების მქონე ადამიანი იწყებს ნარკოტიკების რეგულარულ მიღებას ხან სიამოვნე¬ბისთვის, ხან კი ცხოვრებისეული პრობლემებით გამოწვეული უგუნებობისგან თავის დასაღწევად და გარკვეული პერიოდის შემდეგ აღმოაჩენს, რომ თუ ნარკოტიკი არ მიიღო, აწუხებს სახსრებისა და კუნთების ტკივილი, შემცივნება, ოფლიანობა და სხვა შემაწუხებელი მოვლენები, რომლებიც ნარკოტიკის მიღებისთანავე ქრება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს ჩამოუყალიბდა ფიზიკური დამოკიდებულება ნარკოტიკზე. ორგანიზმი ეგუება უცხო ნივთიერებას და მისი მოხმარება გრძელდება არა იმდენად სიამოვნების მისაღებად, არამედ, ძლიერი ფიზიკური დისკომფორტის (ე.წ. “ლომკის”) თავიდან აცილების მიზნით.

რაიმე საშუალებაზე დამოკიდებული ნებისმიერი პიროვნება საფრთხეს უქმნის საკუთარ სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. ასეთ დამოკიდებულებას “უვარგისი მედიკამენტით” თვით-მკურნალობის ცდის სახე აქვს. მაგრამ რაც უფრო მეტად ცდილობს ადამიანი საკუთარი პრობლემების მხოლოდ დაფარვას ან განდევნას, საბოლოო ჯამში, მით უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.

კომენტარები (542)
რა არის აივ/შიდსი? - პარასკევი, 25 ნოემბერი 2011

საკმაოდ ინფორმაციულ ვიდეოს წავაწყდი აივ-შიდსის შესახებ. კლიპში კარგად არის აღწერილი თუ რა არის აივ/შიდსი, როგორ ხვდება ვისური ადამიანის ორგანიზმში და რა ზეგავლენას ახდენს მასზე, ასევე როგორია ვირუსის გადაცემის გზები, რა მითები არსებობს აივ-თან დაკავშირებით და ა.შ...

კომენტარები (0)
ნარკოტიკების მოხმარების გართულებები - პარასკევი, 25 ნოემბერი 2011

ყველა ნარკოტიკი, მიუხედავად იმისა, რა გზით ხვდება ორგანიზმში, სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, აზიანებს თავის ტვინს და მთელ ნერვულ სისტემას, იმუნურ სისტემას, გულს, ღვიძლს, ფილტვებს.

ნარკოტიკების ინექციური მოხმარება კატასტროფულად ზრდის ვირუსული ჰეპატიტით (B,С) და აივ-ით დაინფიცირების ალბათობას.
ნარკოტიკების მომხმარებლები, დაქვეითებული იმუნიტეტის გამო, ხშირად ავადდებიან ტუბერკულოზით.
ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მოხმარების  შედეგად იზრდება უბედური შემთხვევების ალბათობა, იმატებს აგრესიულობა და თავშეუკავებლობა.
ყველაზე ხშირად ნარკოტიკების მომხმარებლის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის ზედოზირება, ანუ ნარკოტიკის დიდი დოზით გამოწვეული მწვავე მოწამვლა.
ნარკოტიკის მოხმარების შედეგად ადამიანი  კარგავს ჯერ თავისუფლებას, შემდეგ  ჯანმრთელობას, და ბოლოს - სიცოცხლეს.

კომენტარები (0)
რა ზიანს აყენებს ადამიანის ტვინს ნარკოტიკი - პარასკევი, 18 ნოემბერი 2011

ძალიან მომეწონა ეს რეკლამა, კარგად ასახავს ნარკოტიკის ზეგალვენას ადამიანზე!

კომენტარები (0)
შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია საფრანგეთში - სამშაბათი, 08 ნოემბერი 2011

საკმაოდ საინტერესო და სახალისო ვიდეო რგოლს წავაწყდი, რომელიც ემსახურება საფრანგეთში შიდსის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას:)



კომენტარები (0)
რას ნიშნავს სიტყვა "ნარკომანია" - კვირა, 06 ნოემბერი 2011
კითხვა: იცოდით თუ არა რომ – ნარკომანია (ბერძნ. νάρκη /narkē/ — „ძილი“, „გაშტერება“ და μᾰνία /mania/ — „სიგიჟე“, „ლტოლვა“, „მიდრეკილება“) — ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიაა, რომელიც კონკრეტული ნივთიერებების (ნარკოტიკების) მოხმარებითაა გამოწვეული.

სალო, თბილისი
კომენტარები (1239)
დასაფიქრებელი სტატისტიკა საქართველოში ჰეროინის გავრცელების შესახებ - კვირა, 06 ნოემბერი 2011
ძალიან საინტერესო სტატისტიკა ვნახე, რომელმაც ცოტა შემშინა კიდეც. ნახეთ: საქართველო 1000 მოსახლეზე ჰეროინის მომხმარებით მსოფლიოში I ადგილზეა. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე "საქართველოს მწვანეთა პარტიის" ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გაეროსა და აშშ-ის ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში 1000 მოსახლიდან 17 ჰეროინის მომხმარებელია. ამ კუთხით ქვეყანა გაცილებით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ რუსეთს (11), ესტონეთს (10), დიდ ბრიტანეთს (5), იტალიას (5), უკრაინას (2,9), საფრანგეთს (2,6), გერმანიასა (1,4) და თურქეთს (0,3). ექსპერტთა შეფასებით, საქართველოში ჰეროინის მომხმარებელთა რაოდენობა მინიმუმ, 80 000 ადამიანს აღწევს. სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხულ ნარკომანთა 78% სწორედ ჰეროინის მომხმარებელია. ცნობისთვის, ჰეროინი ყველაზე სწრაფ ფიზიკურ და ინტელექტუალურ დეგრადაციას იწვევს. ნარკომანების სამედიცინო დაწესებულებ ებში მიმართვისა და სიკვდილიანობის ყველაზე დიდი პროცენტი სწორედ აღნიშნულ ნარკოსაშუალებაზე მოდის. აღსანიშნავია, რომ ნარკომანების რაოდენობის ზრდასთან ერთად, მასთან დაკავშირებული უმძიმესი დაავადებების - შიდსისა (დაავადებულთა 70% ნარკომანია) და C ჰეპატიტის (აქვს ნარკომანთა 50%-ს) შეთხვევებიც იზრდება. ბოლო 5 წლის განმავლობაში შიდსით დაავადებულთა რაოდენობა - 4,6-ჯერ, ხოლო c ჰეპატი C შემთხვევები 4,4-ჯერ გაიზარდა. ნარკოტიკებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები წელიწადში 2500-3000 შემთხვევას აღწევს. საყურადღებოა ასევე, რომ ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია და რეალური რაოდენობა ტრადიციულად 3-4-ჯერ მეტია. ამასთან, ნარკოტიკების მოხმარება ყველაზე ხშირია 21-დან 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში.
ქეთი, თბილისი
კომენტარები (3658)
ერთერთ საიტზე ამოვიკითხე, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის ძირითად კომპონენტებს შეადგენს შემდეგი: - შაბათი, 22 ოქტომბერი 2011
  1. ჯანსაღი უნარ-ჩვევების დაუფლება, ჯანსაღად აღზრდა ადრეული ასაკიდანვე;
  2. გარესამყაროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედების შესწავლა;
  3. მავნე ჩვევებზე (თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარებაზე) უარის თქმა;
  4. კვება - ზომიერი, ინდივიდუალური ფიზიოლოგიური თავისებურებების შესაბამისი, აგრეთვე - ინფორმირებულობა გამოყენებული პროდუქტების ხარისხიანობის შესახებ;
  5. მოძრაობა - ფიზიკურად აქტიური ცხოვრება, დღის რეჟიმში სპეციალური ფიზიკური ვარჯიშების ჩართვა ასაკობრივი და ფიზიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით;
  6. ჰიგიენა - პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა, პირველი დახმარების ძირითადი ჩვევების ცოდნა;
  7. გაკაჟება.

 

ზოგიერთი ავტორი ცხოვრების ჯანსაღი წესის განხილვისას სხვა კომპონენტებსაც გამოყობს, რომლებს არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს ვედრე ზემოდ წარმოდგენილ 7 კომპონენტს, კერძოდ:

  1. ემოციური თვითშეგრძნება - ფსიქოჰიგიენა, საკუთარ ემოციებსა და პრობლემებთან გამკლავების შესაძლებლობა და ცოდნა;
  2. ინტელექტუალური თვითშეგრძნება - ადამიანის უნარი შეიტყოს და  გამოიყენოს ახალი ინფორმაცია ახალ გარემოში ოპტიმალური მოქმედებისთვის;
  3. სულიერი თვითშეგრძნება - ადამიანის უნარი დაადგინოს ნამდვილად ღირებული, ფასეული და მნიშვნელოვანი, კონსტრუქციული ცხოვრებისეული მიზნები, ისწრაფოდეს ამ მიზნებისკენ.

როგორ ფიქრობთ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანსაღი ცხოვრებისთვის ბოლო სამი კომპონენტი????

კომენტარები (1)
ექსტაზი და კოკაინი დნმ-ის მუტაციას იწვევს - ხუთშაბათი, 13 ოქტომბერი 2011
იტალიელი მეცნიერები 3 წლის განმავლობაში ატარებდნენ ცდებს ცხოველებზე და დაადგინეს, რომ კოკაინი და ექსტაზი ნარკოდამოკიდებულებისა და კიბოს განვითარებასთან ერთად გენეტიკურ მუტაციებს იწვევს. "აღმოჩნდა, რომ კოკაინი და ექსტაზი გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე ვვარაუდობდით" - განაცხადა ბიოტექნიკური კვლევების ნაციონალური ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა - ჯორჯო ბრონზეტმა. ეს ნარკოტიკები თავისი ტოქსიკოლოგიური ზემოქმედების ზენიტში უტევენ დნმ-ს და იწვევენ გენეტიკური მასალის ცვლილებებსა და მუტაციებს. გაეროს მონაცემებით, 1995-2000 წლებში ზემოაღნიშნული ნარკოტიკების, ასევე, ამფეტამინების მოხმარება 70%-ით გაიზარდა. მაგ.: მოხმარების ინტენსივობისა და მავნებლობის ხარისხის მიხედვით ექსტაზი გაუტოლდა უმძიმეს ნარკოტიკებს და აღმოჩნდა იმ პრეპარეტების სიაში, რომლებიც ყველაზე სწრაფმზარდ გლობალურ საშიშროებას წარმოადგენენ.
კომენტარები (1306)
დაამატეთ ბლოგი
თქვენი სახელი, გვარი
ელ-ფოსტა
ასაკი
დაამატეთ ბლოგი
Geoyouth.ge - საქართველოში აივ პრევენციის პროექტი. ყველა უფლება დაცულია © 2014. დიზაინი CStudio